ვიწყებთ თბილისის პრობლემების ინდენტიფიცირების და მოგვარებისკენ მიმართულ კამპანიას- აბესაძე
პოლიტიკა - 12:59, 06 May, 2015     1150
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ირაკლი აბესაძემ და სევდია უგრეხელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იმ პრობლემების შესახებ ისაუბრეს, რაც ბოლო დროს დედაქალაქში შეიქმნა. აბესაძემ და უგრეხელიძემ საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნეს და განაცხადეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რაიონულ ოფისებში მოსახლეობის მიღებას დაიწყებს, პრობლემების მოსმენის შემდეგ კი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ამ პრობლემების გადაჭრას შეეცდება..

ირაკლი აბესაძემ ყურადღება სოციალურ პროექტებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ გაუარესებული სოციალური მდგომარეობის ფონზე, თბილისის მთავრობა სოციალური დახმარებების და კომუნალური ვაუჩერებს შემცირებას გეგმავს რაც მისივე შეფასებით დაუშვებელია.

„ვიწყებთ თბილისის მოსახლეობის პრობლემების ინდენტიფიცირების და პრობლემების მოგვარებისკენ მიმართულ კამპანიას. დავით ნარმანიამ დაადასტურა, რომ ის არის არაადეკვატური იმ პრობლემებისადმი, რაც თბილისში არსებობს. გაუარესებული სოციალური მდგომარეობის და ადამიანების საცხოვრებელი პირობების ფონზე, დავით ნარმანია ამცირებს სოციალურ დახმარებებს და კომუნალურ ვაუჩერს, უმუშევრობის მწვავე პრობლემის ფონზე ის ანახევრებს იაფი სესხის პროგრამას, რომელიც მეწარმეებისათვის რეალური ხელშეწყობის მექანიზმი იყო, ინფრასტრუქტურული პრობლემების კვალდაკვალ, ის ვერ ახერხებს ელემენტარული საგზაო პრობლემების მოგვარებას; ის 4 მილიონი ლარით ამცირებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის გამოყოფილ დაფინანსებას და ამ ყველაფრის პარალელურად, ის ზრდის ბიუროკრატიას, თბილისის მერიაში დასაქმებული ადამიანების რიცხოვნობას, ქმნის ახალ უწყებებს საკუთარი ნათესავების და მეგობრების დასასაქმებლად,“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

სევდია უგრეხელიძის თქმით, თბილისის მოსახლეობა მერიისგან ვერ ახერხებს დაგროვილ კითხვებზე პასუხების მიღებას, ამიტომ ნაციონალური მოძრაობა მოსახლეობას პასუხების მიღებაში და მათ წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.

„მოქალაქეები მოდიან ჩვენთან და გვეუბნებიან რომ მათ კვირების და თვეების განმავლობაში არ გააჩნიათ პასუხი, ხოლო მერიაში არის დაგროვილი ათეულობით და ასეულობით პასუხგაუცემელი განცხადება. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავდექით იმის წინაშე, რომ ჩვენთან მოსული მოქალაქეებიდან მივიღეთ ინფორმაცია, ამ კონტაქტის გაწყვეტის თაობაზე და გადავწყვიტეთ, რომ გავხდეთ ამ მოქალაქეების დამხმარე და მათი ლობისტები იმ მხრივ, რომ მათი პრობლემები მივიტანოთ ქალაქის მთავრობამდე, მერამდე. ვაიძულოთ ქალაქის მთავრობა, რომ ის პრობლემები გადაუწყვიტოს მოქალაქეებს, რომლის წინაშეც ისინი დგანან.“-განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42