„მიხეილ სააკაშვილს , შეცდომების მიუხედავად, პატივისცემა მარტო იმიტომ ეკუთვნის, რომ მისი მმართველობის დროს საქართველო დასცილდა რუსეთს და დაუახლოვდა დასავლეთს. ის საშიშროებას აღარ წარმოადგენს , აღარაა ხელისუფლებაში , უკრაინისთვის იბრძვის. საქართველოში დგება ჯამი ეროვნულ-ნაციონალური გაერთიანებისთვის, დაუჭიროს ჩემს მოთხოვნებს მხარი ამ გამოშტერებულმა ხელისუფლებამ და ყველამ ერთად ვიბრძოლოთ საქართველოსათვის. ცუდი იქნება, სააკაშვილი, ივანიშვილი და წერეთელი რუსეთის წინააღმდეგ ერთად რომ დავდგეთ?! მე ნაციონალებმა კი არ გადამიბირეს, მე გადმოვიბირე ისინი. ჩემი რაინდულ-რომანტიკული ხასიათის გამო მინდა, დევნილობაში მყოფი სააკაშვილი ჩამოვიდეს და ქვეყნისთვის ერთად ვიბრძოლოთ.
ეროვნული მოძრაობიდან, როგორც ნაციონალებიდან, ბევრია ენერგიული და ნიჭიერი ადამიანი და საჭიროა ჩვენი გაერთიანება ერთ დიდ ატლანტიკურ ეროვნულ მოძრაობაში. ეს არჩევნებამდე უნდა მოხდეს. ცალკე ირაკლი ალასანია, რომ იქაჩება, სასაცილოა. დღეს ყველა ერთად უნდა დავდგეთ. თუ ჩემი მოკავშირეები და ნაციონალები დამიჯერებენ, მოვა დრო, როცა თბილისში ტრიუმფით შემოვალთ.
ჩემი შიმშილობა ფატალური შედეგითაც რომ დასრულდეს, ამით ქვეყანა არ დაიქცევა. 26 მაისს, 15 საათზე , რუსთაველის ძეგლთან მინიმუმ 50 000 კაცი თუ გამოვა და სერიოზული დემონსტრაცია მოეწყობა, შეიძლება, შიმშილობა შევაჩერო. 52 დღე იშიმშილა ორმა გამხდარმა ირლანდიელმა , მე კი დათვივით ვარ, ცხიმის იმხელა მარაგი მაქვს ერთი ზამთარი მეყოფა. თუ 26 მაისს ყველაფერი ისე იქნება, როგორც ვთქვი და გრანდიოზული, ანტისაოკუპაციო,ატლანტიკური, გამათავისუფლებელი დემონსტრაცია ჩატარდება, ვიძლევი პირობას, რომ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ძირფესვიანად შევცვლი.“- აცხადებს ირაკლი წერეთელი.
წყარო "ვერსია"
მასალის გამოყენების პირობები






