„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები გამართლდებიან.
მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრები არიან.
„მიკვირს, როგორ სძინავთ მშვიდი ძილით ივანიშვილს და ღარიბაშვილს. მერამდენე თვეა, სრულიად უდანაშაულო ადამიანები საპყრობილეში არიან. ხუთი კაცი არის ივანიშვილის პირადი პოლიტიკური ტყვე. ამ პერიოდში არაფერი ისეთი არ გამოვლენილა, რაც იმ ბრალდებას დაადასტურებდა, რომელიც ყველას ერთად წაგვიყენა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ. დარწმუნებული ვარ, სამართალი თავის ადგილს იპოვის“, - განაცხადა ალასანიამ საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს, ხუთ მილიონამდე სახელმწიფო თანხის გაფლანგვისთვის აქვთ ბრალი წაყენებული.
მასალის გამოყენების პირობები






