საფრანგეთი ქართულ რეფორმებს გულშემატკივრობს - თეა წულუკიანი
პოლიტიკა - 11:25, 06 May, 2015     1102
საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და სახელმწიფოს რეფორმისა და გამარტივების დარგში საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრ ტიერი მანდონს შორის პარიზში შეხვედრა გაიმართა. საუბარი ორ ქვეყანას შორის ელექტრონული მმართველობის დარგში მომავალ თანამშრომლობასა და 3-4 ივნისს თბილისში დაგეგმილ ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპულ კონფერენციას შეეხო. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოლ ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონი და დესპანი გოჩა ჯავახიშვილი.

„ტიერი მანდონი საქართველოს გულშემატკივრობს იმ რეფორმების გზაზე, რომელთაც მოაქვს პროგრესი, რადგან თავად უდგას სათავეში საფრანგეთში მიმდინარე არაერთ გაბედულ რეფორმას ელექტრონული მმართველობის გაძლიერებისა და ხელმისაწვდომი სახელმწიფო სერვისების უზრუნველყოფის მიზნით. ამ სფეროებში ორ ქვეყანას ბევრი რამ გვაქვს ერთმანეთისგან სასწავლი. აუცილებელია გამოცდილების გაზიარებაც. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გარდაქმნის ჩემი სამინისტრო სოფლის ძველ ბიბლიოთეკებს საზოგადოებრივ ცენტრებად ისე, რომ ბიბლიოთეკის რეკონსტრუქციაც ხდება და იუსტიციის სახლის სერვისების შეტანა სოფლად ერთი ფანჯრის პრინციპით, და როგორ მოქმედებს ბატონი მანდონი, როცა ფრანგულ სოფლებში არსებულ ფოსტის შენობებს აძლევს ახალ სიცოცხლეს სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით. პრიორიტეტი ქართულ და ფრანგულ სოფელში, ორივეგან ერთია − სახელმწიფო სერვისები უნდა იყოს ხალხთან ახლოს. შევთანხმდით, რომ მინისტრი ეწვევა საქართველოს ივნისში დაგეგმილ ევროპულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად და ამ ღონისძიების ფარგლებში ჩვენს ქვეყნებს შორის ხელი მოეწერება თანამშრომლობის დოკუმენტს ელექტრონული მმართველობის გაძლიერების, ხელმისაწვდომი სახელმწიფო სერვისების უზრუნველყოფის და პირადი მონაცემების დაცვით სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების წესის შემუშავების მიზნით“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

საფრანგეთი და საქართველო 2014 წლის აგვისტოში ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership) მმართველი კომიტეტის წევრებად აირჩიეს და მათ წარმოადგენენ საფრანგეთის მხრიდან − ტიერი მანდონი, საქართველოს მხრიდან კი − თეა წულუკიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42