"ელემენტარული რაღაცეების განმარტება არ უნდა მჭირდებოდეს.."- ზურაბიშვილი გადაცემა "არჩევანის" შესახებ
სოც.მედია - 11:06, 06 May, 2015     1163
გადაცემა „არჩევანში“ გასულ სიუჟეტებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობას ეხებოდა, საკრებულოს წევრი დავით ზურაბიშვილი ვრცელ ფეისბუკპოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ საუკეთესო პასუხი ასეთ პროპაგანდაზე არის არა პრობლემის უარყოფა, ან მითუმეტეს "ეგ სისხლისმსმელები ხმას როგორ იღებენ" პოზიციიდან აღშფოთებები, არამედ არსებული პრობლემების გადაჭრისთვის მზაობის დემონსტრირება.

„იმდენჯერ შემხვდა გუშინდელი "არჩევანის" გამო აღშფოთებულ-შეშფოთებულ რეპლიკები, რომ ამ ამბავს ცოტა ვრცლად უნდა შევეხო.

წარმოიდგინეთ, რომ რუსთავი-2 ყოველდღე აკეთებდეს პროპაგანდისტულ სიუჟეტებს და გადაცემებს, სადაც შეეცდებოდნენ დაემტკიცებინათ:

ა) დავით უსუფაშვილი ქარაფშუტა და სულელია.

ბ) ბიძინა ივანიშვილს ბიზნესში არაფერი გაეგება.

გ) ზვიად ძიძიგური არის აღვირახსნილი ჰედონისტი.

დ) თეა წულუკიანმა არ იცის ფრანგული.

ე) სოზარ სუბარი მექრთამეა და ლტოლვილებს წილებში უჯდება.

ვ) ლუკა კურტანიძე იყო ძალიან სუსტი მოჭიდავე.

ზ) სერგეენკოს უწყების საქმიანობით ხალხი აღშფოთებულია.

დაიჯერებს ვინმე?

ცხადია, ასეთ პროპაგანდას არანაირი ეფექტი არ ექნება, უკუეფექტი კი აუცილებლად.

და ეს ასე იქნება იმიტომ, რომ რეალობას საინფორმაციო საშუალება არ ქმნის და საზოგადოებრივი აზრი არ იქმნება ცარიელ ნიადაგზე, მარტოოდენ პიარის და პროპაგანდის საშუალებით. ნებისმიერი ეფექტური პროპაგანდა დაფუძნებულია არსებულ რეალობაზე და არსებულ განწყობებზე. სხვანაირად რომ ვთქვა, პროპაგანდა ვერ მოიგონებს პრობლემებს. პროპაგანდას მხოლოდ უკვე არსებული პრობლემების უფრო მწვავედ და მძიმედ წარმოჩენა შეუძლია.

საუკეთესო პასუხი ასეთ პროპაგანდაზე არ არის იმის მტკიცება, რომ ყველაფერი გადასარევადაა და მხოლოდ საზიზღარი პროპაგანდისტი უბნევს ხალხს ტვინს. პირიქით, ასეთი მიდგომა არის ყველაზე არაეფექტური, რადგან თუ პროპაგანდა ეფუძნება არსებულ განწყობებს და არსებულ პრობლემებს (და ეს ყოველთვის ასეა), მაშინ იმის თქმა, რომ ეს განწყობები არ არსებობს და გამოგონილია, კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას მატებს პროპაგანდას. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უკმაყოფილო ხართ ცხოვრებით, ამ დროს კი ვიღაც გიმტკიცებს, კარგად ცხოვრობ, მაგრამ ვერ ხვდებიო. როგორ ხასიათზე დადგები?

და საუკეთესო პასუხი ასეთ პროპაგანდაზე არის არა პრობლემის უარყოფა, ან მითუმეტეს "ეგ სისხლისმსმელები ხმას როგორ იღებენ" პოზიციიდან აღშფოთებები, არამედ არსებული პრობლემების გადაჭრისთვის მზაობის დემონსტრირება. კი ბატონო, შეიძლება ითქვას, რომ პროპაგანდა ზედმეტობებში გადადის, შეგნებულად ამძიმებს სურათს და ა.შ. მაგრამ, მთავარი ეს კი არაა. მთავარია ის პრაქტიკული ნაბიჯები, რასაც არსებული პრობლემების გადაწყვეტისთვის დგამ და ამ პროცესში საზოგადოებასთან კომუნიკაცია.

წესით ასეთი ელემენტარული რაღაცეების განმარტება არც უნდა მჭირდებოდეს, მაგრამ რას იზამ? ამასაც რეალობა ითხოვს.“- წერს დავით ზურაბიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42