ჩვენ წარმოვადგენთ რეგიონის ბაზარზე შესასვლელ კარს - ირაკლი ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 10:43, 06 May, 2015     1113

„ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და ამ მხრივ, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები არ შეიცვლება! მთავრობის ახალი გუნდი დაწყებული რეფორმების განხორციელებას განაგრძობს” – ამბობს “ANSA Nuova Europa”-სთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მისი მთავრობის ორი წევრის გადადგომის შემდეგ. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში სულ შვიდი მინისტრი გადადგა.

უცნაური არაფერია, აცხადებს პრემიერი. მისი თქმით, “ეს ქვეყნის დემოკრატიული და პოლიტიკური განვითარების ჩვეულებრივი გზაა”.

ირაკლი ღარიბაშვილი ამ ფაქტს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ტექნიკურ ნაბიჯს უწოდებს, რომლის მიხედვითაც, როცა მთავრობას მინისტრთა კაბინეტის ერთი მესამედი ტოვებს (სულ 19), ახალი გუნდი პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად უნდა წარდგეს. პრემიერი ამბობს, რომ საჭიროა შესაბამის პოზიციაზე შესაფერისი კანდიდატურა შეირჩეს და თუ მინისტრი არაეფექტურია, მას უფლება აქვს, ის თანამდებობიდან მოხსნას და შეცვალოს. ამ კვირის ბოლოს მოვლენები სწორედ ასე განვითარდა. ღარიბაშვილმა სამი ახალი მინისტრი დანიშნა, მოულოდნელი აღმოჩნდა თავდაცვის სფეროზე პასუხისმგებელი პირის შეცვლა.

ამ ეტაპზე გადამწყვეტი სიტყვა პარლამენტს ეკუთვნის. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, შედეგი შესაძლებელია მოულოდნელიც იყოს. „ნდობის მოპოვება ტექნიკური პროცედურაა“, – ამბობს პრემიერი, „გვაქვს 88 ადგილი“ (150-დან) და ნდობის მოპოვებისთვის საკმარისია 76. ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ საერთაშორისო ვალდებულებებთან მიმართებაში არავითარი სიურპრიზი არ არის მოსალოდნელი: „ვემზადებით აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტისთვის (2015 წლის 21-22 მაისი) საიდანაც ველით ნათელ, პოზიტიურ სიგნალს, განსაკუთრებით, ვიზა-ლიბერალიზაციის კუთხით.”

2012 წლიდან, როდესაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა, “ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ქვეყანა დემოკრატიულ ქვეყანად გარდაგვექმნა და წინ წავსულიყავით სოციალური და ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით”. პრემიერის თქმით, საბოლოო მიზანი ევროკავშირში შესვლაა. “ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა არ არის მიმართული რუსეთის, ან რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ გვინდა სტაბილურობა და მშვიდობა რეგიონში“. სტაბილურობა და უსაფრთხოება, რომელიც ამ კავკასიური ქვეყნის ნატო-ში შესვლითაც მიიღწევა. „ამას დრო სჭირდება, ჩვენ ეს კარგად გვესმის. საქართველოს გაწევრიანება ჩვენზე არ არის დამოკიდებული. უნდა მოვიცადოთ” – ამბობს პრემიერი. “მოსკოვთან – აგრძელებს პრემიერი – ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება პრაგმატული მიდგომის შესახებ. ორი წელია, რაც დავიწყეთ პირდაპირი დიალოგი, რის შედეგადაც, მათი ბაზარი კვლავ გაიხსნა ჩვენი პროდუქტებისათვის”. არავითარი შიში რიგის სამიტთან დაკავშირებით: „არ ვღელავ რუსეთის რეაქციის გამო და არ მგონია, რომ კვლავ ვილნიუსის შემდგომი სცენარი გვექნება”, რამაც უკრაინის კრიზისი გამოიწვია.

პრემიერი აღნიშნავს, რომ საქართველოს “ტერიტორიის 20% უკვე ოკუპირებულია. სხვა რაღა შეიძლება მოხდეს”, – დასძენს ის ირონიულად.

28-29 მაისს საქართველოს პრემიერი იტალიაში უნდა ჩავიდეს. “ეს ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება პრემიერ-მინისტრის რანგში. ჩემი მიზანია, გავამყარო ჩვენი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით, ეკონომიკის სფეროში და ქვეყანაში ახალი ინვესტიციები მოვიზიდოთ”. საქართველოს „აქვს დიდი პოტენციალი“,- ხაზს უსვამს პრემიერი. 2014 წელს, “ჩვენს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 29%-ით, ეს საუკეთესო შედეგია 2007 წლიდან”. ასევე გასულ წელს “ჩვენმა ეკონომიკურმა ზრდამ მიაღწია +4,8%-ს”. თუმცა, წლევანდელი შედეგებით ეს ზრდა შემცირდა. პრემიერის თქმით, ცხადია, ეკონომიკური კრიზისი მეზობელ ქვეყნებში – უკრაინასა და რუსეთში, ასევე ქართული ვალუტის, ლარის გაუფასურება და ფულადი გზავნილების შემცირება, ეს მიზეზებია, რამაც გამოიწვია ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება; თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მთელი რიგი შეთანხმებების წყალობით, მათ შორის, დსთ-ის ქვეყნებთან და თურქეთთან, საქართველო წარმოადგენს კარს/გასასვლელს უფრო ფართო რეგიონალური ბაზრისკენ.

“ჩვენ ვართ ენერგოტრანზიტის და დიდი ინფრასტრუქტურების ქვეყანა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს არა მარტო კასპიის რეგიონს, თურქეთს და ევროპას, არამედ ჩინეთსაც – “აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის” მეშვეობით, რაც წარმოადგენს სახმელეთო გზას, რომელიც კვეთს ცენტრალურ აზიას და ირანისა და თურქეთის გავლით ევროპამდე აღწევს.

„საინვესტიციო კლიმატი ხელსაყრელია, ეკონომიკური გარემო კონკურენტუნარიანი, მუშახელი კვალიფიცირებული, – დასძენს პრემიერ-მინსიტრი – ვიმედოვნოთ, რომ ამ შესაძლებლობებს იტალიაც გამოიყენებს”.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42