„არის ახლა სამთავრობო ცვლილებები და არ დაგიმალავთ რომ არის შემოთავაზებები. როცა სახელმწიფო სამსახურში ხარ, რიგირთი ჯარისკაცი ხარ და შეიძლება სხვა სამსახურში დაგიძახონ. გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ ამჟამად არც განცხადება დამიწერია, არც რაიმე კონფლიქტი მაქვს ბატონ დიმა ქუმსიშვილთან“- აცხადებს თემურ ხომერიკი.
კურიერის ინფორმაციით, ხომერიკის ჩანაცვლება ან სტრუქტურული რეორგანიზაცია დიმიტრი ქუმსიშვილს უკავშირდება. თუმცა, თავად ხომერიკი ქუმსიშვილთან კონფლიქტს გამორიცხავს.
ქუმსიშვილი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. ის 10 წელზე მეტი ბანკ ქართუს ერთ-ერთი ხელძღვანელი იყო, ამიტომ მერიაში მას ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლად განიხილავენ. ხომერიკი კი პირადად დავით ნარმანიას კადრია.
თბილისის განვითარების ფონდის მუშაობას ოპოზიცია დიდი ხანია, აკრიტიკებს. უწყებას 20- მილიონიანი ბიუჯეტი აქვს და ოპოზიციაში ამბობენ, რომ ფონდის ფუნქციონირება საერთოდ გადასახედია.
თავად ხომერიკი მასთან დაპირისპირებას ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას გამოვლენილ დარღვევებს უკავშირებს. დედაქალაქის ყოფილ მერს სწორედ ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული.
მასალის გამოყენების პირობები






