პრეზიდენტი პოლონეთის კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
პოლიტიკა - 22:07, 05 May, 2015     1171
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრნენ. ქვეყნის პირველმა პირმა დამსწრე საზოგადოებას პოლონეთის ეროვნული დღე მიულოცა და სიტყვით მიმართა. გიორგი მარგველაშვილმა გამოსვლისას საქართველო-პოლონეთის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ორი სახელმწიფოს ისტორიულ მეგობრობას ხაზი გაუსვა.

„ჩვენს პოლონელ მეგობრებთან ყოველთვის გვქონდა მნიშვნელოვანი თანამშრომლობა წარსულში და გვექნება მომავალშიც. საქართველომ გამოცადა ძლიერი მხარდაჭერა პოლონელი ხალხის მხრიდან. ყველა მიღწევა - ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, უელსის სამიტი, რომელსაც აღვნიშნავდით 2014 წელს დაკავშირებულია ჩვენს პოლონელ მეგობრებთან და იმ ერის ძალიან ძლიერ, ერთგულ და მხარდამჭერ პოზიციასთნ, რომელმაც კარგად იცის ომისა და მშვიდობის, მეგობრობის, მომავალი გეგმების წარმატების ფასი.

დღეს, პირველ რიგში, ასევე მსურს მივულოცო ჩვენს პოლონელ დიასპორას საქართველოში. მათ ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის მომავალში; ისინი წარმოადგენენ ქართული რეალობის ნაწილს, რაც კიდევ უფრო აუმჯობესებს და აძლიერებს ჩვენს რეალობას.

რა თქმა უნდა, საქართველოს ევროპული არჩევანი უალტერნატივოა და ეს არჩევანი მიიყვანს ჩვენს ქვეყანას ევროპული ერების გაერთიანებაში, რომელსაც მივეკუთვნებით, და სადაც პოლონელ მეგობრებთან ერთად გავავითარებთ ძლიერ და უფრო ერთგულ პარტნიორობას“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

საქართველოში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ანჟეი ჩიეშკოვსკიმ გიორგი მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა ღონისძიებაში მონაწილეობისათვის და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე საქართველო-პოლონეთს შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი - საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე.

პოლონთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42