„პრემიერმა და მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადეს, რომ უახლოეს დღეებში მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები არ იგეგმება. მზად ვართ ვიმსჯელოთ ამ საკითხზე და 8 მაისს მოვუსმინოთ მთავრობას, იმისთვის, რომ პროცესი 9 მაისამდე დავასრულოთ. იმედი მაქვს პრეზიდენტი ყველაფერს გაითვალისწინებს. მომავალი კვირიდან საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იწყება და ეს გასათვალისწინებელია.
7-8 მაისს მოხდება ამ საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება, ამისთვის არსებობს მთავრობის მხრიდან მზაობა, პარლამენტიც ამას ვაცხადებთ. ასე რომ პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განახლებული მთავრობის შემადგენლობა დაასახელა, სადაც სამი ახალი მინისტრია წარმოდგენილი. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის წარდგემაზე ხელმოწერა ერთი კვირით გადადო.
მასალის გამოყენების პირობები






