ხიდაშელი დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებისა და სამართლიანობის ჯგუფის უფროსს შეხვდა
პოლიტიკა - 18:35, 05 May, 2015     1154

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებისა და სამართლიანობის ჯგუფის უფროსს დევიდ კლარკსა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ნიკ ვილკესს შეხვდა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის სპეციალური მრჩეველი სტივენ გლოვერიც დაესწრო.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა სტუმრებს სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრის ერთ-ერთ თემას უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხი წარმოადგენდა. საუბრისას აღნიშნულ პროცესში დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაესვა ხაზი. „დიდ ბრიტანეთთან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ისევე, როგორც ზოგადად, ქართულ სახელმწიფოს უკვე ძალიან ბევრი წელია ქმედითი, აქტიური თანამშრომლობა აქვს. თავდაცვის სფეროში ბრიტანელების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ისინი ნატოს უელსის სამიტის პაკეტის განხორციელების ერთ-ერთ კომპონენტში ლიდერის პოზიციებზე არიან“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

ბრიტანულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. „ქართველ მეგობრებს ყველანაირად დავეხმარებით შესაძლებლობის ფარგლებში და გავაგრძელებთ თანამშრომლობას. განვიხილეთ საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევებიც. მინისტრისგან მოვისმინეთ მისი პრიორიტეტები და საწყის ეტაპზე თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები დავსახეთ. მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას და ახალი იდეების რეალიზებას, რომელიც საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში დაეხმარება“ -განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ ვილკესმა.

თავდაცვის მინისტრმა ყურადღება თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციის, რესურსების მართვის, თავდაცვის პოლიტიკის გაუმჯობესებისა და შეიარაღებულ ძალებში კვების საკითხებს დაუთმო. მან, ასევე, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სამხედრო განათლების საკითხებში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

ორმხრივი შეხვედრისას, მხარეებმა ბრიტანეთის მაღალი დონის სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლების საქართველოში დაგეგმილი ვიზიტების შესახებაც ისაუბრეს. მათ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42