მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტს მინისტრთა კაბინეტის წარდგენის დაჩქარებას სთხოვს
პოლიტიკა - 18:25, 05 May, 2015     1139

მთავრობის ადმინისტრაცია გიორგი მარგველაშვილს თხოვნით მიმართავს, რომ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს შესაბამისი ვადის ამოწურვამდე წარუდგინოს. ამასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მომავალ კვირაში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებულ გარემოებებს გაითვალისწინებს.


„მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა მუშაობას აგრძელებს, იქმნება გარკვეული ტექნიკური სირთულეები. მაგალითად, ახლა 4 მინისტრი – იუსტიციის, საგარეო საქმეთა, შს მინისტრები და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიზიტებით იმყოფებიან, მაგრამ მათ გრაფიკის შეცვლა მოუხდათ. ვიზიტების ნაწილი შემდეგი კვირისთვის გადაიდო. 9 მაისს საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით, ასევე 9 მაისს ჩამოდის EBRD-ის პრეზიდენტი, 10 მაისს კი ამ ფორუმთან დაკავშირებული ღონისძიებების აქტიურ ფაზაში შესვლაა დაგეგმილი. აქედან გამომდინარე ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია გაითვალსწინებს ამ გარემოებებს და შესაძლებელი გახდება პრეზიდენტის მხრიდან ამ ვადის გასვლამდე მთავრობის განახლებული შემადგენლობის პარლამენტისთვის გადაგზავნა", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


მისივე ინფორმაციით, პარლამენტი მზად არის, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, როგორც საკომიტეტო, ისე პლენარული სესიის ფორმატში 7 და 8 მაისს მოუსმინოს.

პრეზიდენტს პარლამენტისთვის მთავრობის განახლებული შემადგენლობის წარდგენის ვადა 8 მაისს ეწურება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42