ფაშიზმზე გამარჯვების დღე და მინიშნებები პუტინზე - რას ფიქრობს ანდრეი მაკარევიჩი (ვიდეო)
პოლიტიკა - 17:01, 05 May, 2015     1388


რუსი მუსიკოსი ანდრეი მაკარევჩი უკრაინულ მედიაში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ვიდეოში გამოჩნდა. ვიდეო აქციის „ რომ გვახსოვდეს“ ფარგლებში ჩაიწერა.

თავის ვიდეომიმართვაში მაკარევიჩი დიდ სამამულო ომში სსრკ-ს გამარჯვების დღეს წმინდა თარიღს უწოდებს:

მაკარევიჩი ჰიტლერზე საუბრობს და გარკვეულ მინიშნებებსაც აკეთებს:„ეს წმინდა თარიღია, იმიტომ რომ კაცობრიობამ ამ გამარჯვებისთვის ძალიან დიდი ფასი გადაიხადა, ხოლო საბჭოთა ხალხებმა ყველაზე მაღალი“

„რა მომენტში გადაწყვიტა ჰიტლერმა , რომ მას ყველაფერი გამოუვიდოდა? 1938 წელს- როცა ის ჩეხოსლოვაკიას დაესხა თავს, მსოფლიომ კი ეს თითქოს ვერ შეამჩნია, თუ 1939 წელს, როცა საბჭოთა კავშირთან გერმანიამ თავდაუსხმელობის პაქტს მოაწერა ხელი და მათ პოლონეთი შუაზე გახლიჩეს?“

მაკარევიჩი იხსენებს, რომ მსოფლიომ ამ ომში 54 მილიონი ადამიანი დაკარგა: „ჩვენ არ გვაქვს ამის დავიწყების უფლება“- აცხადებს მაკარევიჩი.

მსგავსი ვიდეომიმართვები უკვე ჩაწერეს უკრინელმა მუსიკოსმა სვიატოსლავ ვაკარჩუკმა („ოკეან ელზი") და პოლონელმა მწერალმა იანუშ ვიშნევსკიმ.

ამა წლის მარტში უკრაინის უმაღლესმა რადამ 8 მაისი ხსოვნის და გლოვის დღედ გამოაცხადა, 9 მაისს კი ფაშიზმზე გამარჯვება აღინიშნება.

ანდრეი მაკარევიჩი უკრაინის მოვლენებისადმი თავის დამოკიდებულების გამო რუსეთში მძაფრი კრიტიკის ობიექტი გახდა. იმის გამო, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში მომღერალმა რუსეთი დაადანაშაულა და უკრაინის ქალაქებში მხარდამჭერი კონცერები გამართა, რუსეთის ქალაქებში მისი კონცერტები გააუქმეს.



ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42