რუს ბაიკერთა ,,ღამის კლუბი“ და მათი სადაზვერვო საქმიანობა - ,,სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ განცხადება
პოლიტიკა - 16:38, 05 May, 2015     2039
,,სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ რუს ბაიკერთა კლუბის - „ღამის მგლების“ საქართველოში შემოსვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მათი საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს.

,,რუს ბაიკერთა კლუბის - „ღამის მგლების“ საქართველოში შემოსვლამ და ქმედებებმა საქართველოს ყველა თავმოყვარე მოქალაქე აღაშფოთა. რუსეთის ფედერაციას, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. მტრული სახელმწიფოს სიმბოლიკით „დამშვენებული“ რუსი ბაიკერები თავისუფლად შემოვიდნენ და გადაადგილდებიან საქართველოს ტერიტორიაზე.

„ღამის მგლები“ ქართველი ერის შეურაცხყოფით „არ დაკმაყოფილდნენ“ და სიღნაღში, ქალბატონ ინგა არახამიას ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც ქალბატონმა „მგლებს“ ქცევის ნორმების დაცვისკენ მოუწოდა.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთმა, 27 აპრილს, თავის ტერიტორიაზე „მგლები“არ შეუშვა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ევა კოპაჩმა,კი რუს ბაიკერთა ქმედება პროვოკაციად შეაფასა. 28 აპრილს, „მგლების“ მიღებაზე, უარი განაცხადა ლიტვამაც, ხოლო გერმანიამ, 9 მაისს, ბერლინში დაგეგმილი, „მგლების“ მოტოგარბენიაკრძალა. რუსმა ბაიკერებმა, საქართველოს მოქალაქეთა აღშფოთება არ გაიზიარეს და განაცხადეს, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა ისინი ქვეყნის ტერიტორიზე თავისუფლად შემოუშვეს და ოკუპანტის სიმბოლიკით გადაადგილება მათთვის არავის აუკრძალავს.

ვწუხვართ, რადგან დღეს, საქართველოს არ ჰყავს არც პოლონეთის, არც ლიტვის და არც ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოს მსგავსი მმართველები, რომლებიც ზრუნავენ სახელმწიფოსა და მოქალაქეთა ღირსებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ, „ორდენ პაჩოტათი“ დაჯილდოვებულ - ალექსანდრე „ქირურგ“ ზალდოსტანოვის კლუბის წევრებს საქართველოში არ შემოუშვებდა. რადგან მათ ძირითად საქმიანობას დაზვერვა და უცხო ქვეყნებში ძირგამომთხრელი საქმიანობა წარმოადგენს.

„ღამის კლუბის“ წევრთა ქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, გამომდინარე აქედან, მოვითხოვთ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღკვეთოს „ღამის მგლების“ თავხედური ქმედებები“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42