სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გიგი უგულავასთვის მოსამართლის მიერ რიგით მეორედ 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.
მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოში უნდა დაიწყოს მუშაობა, რომ კანონში არსებული ხარვეზი დროულად გამოსწორდეს.
“არის ხარვეზი კანონმდებლობაში, რაც უნდა გამოსწორდეს აუცილებლად. როდესაც 9 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ შესაძლებელია ხელახლა ბრალდებით წინასწარი პატიმრობის გაგრძელება. ეს რა თქმა უნდა, სამწუხარო პრაქტიკაა. მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს ამ საკითხის განხილვა პარლამენტში, რომ გამოირიცხოს რისკები და მსგავს შემთხვევებში არ იყოს გამოყენებული კანონის ხარვეზი იმისათვის, რომ ადამიანის წინასწარი პატიმრობის ვადა გახანგრძლივდეს“, - განაცხადა ნანუაშვილმა.
საქალაქო სასამართლოში უგულავას საქმეზე ამ წუთებში მსჯელობენ. დღეს გახდება ცნობილი დატოვებს თუ არა გიგი უგუგლავა საპატიმროს.
მასალის გამოყენების პირობები






