„ჩემს სტატიაში კაზინო აჭარასთან დაკავშირებით ფიგურირებდენ ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ლექსო თამაზაშვილი, თემურ უგულავა, ნიკუშა შენგელაია და ჭუტა წერეთელი. მე მოხარული ვიქნები თუ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველა მათგანს დაკითხავენ .
მე ბოლომდე ჩავყვები ყველა დეტალს და ბოლომდე შევეცდები დავადასტურო, რომ ზვიად ჯანყარაშვილი ნამდვილად არის ადამიანი, რომლის წინააღმდეგაც არსებობს ბევრი სამხილი და რომლის წინააღმდეგაც აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება,“- განაცხადა ელისო კილაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ელიოს კილაძე აქტიურად საუბრობდა და წერდა „ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივნის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბიზნეს წილების გადანაწილების თაობაზე. კილაძე ამბობდა, რომ ჯანყარაშვილმა და დანელიამ რამდენიმე კომპანიას აიძულეს ქართული ბაზარი დაეტოვებინა.
ელისო კილაძის დაბარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს პროკუატურაში და განაცხადეს, რომ გამოძიება ჯანყარაშვილის განაცხადის საფუძველზე დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი განაცხადეს, რომ ჭორებზე კომენტარს არ გააკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები






