ქირურგი და ანესთეზიოლოგი შუახევში 40 წუთის დაგვიანებით ჩაიყვანეს, ამ დროის განმავლობაში დავით დავითაძე მიმღებ განყოფილებაში იმყოფებოდა არც რეანომობილი იყო, რომელიც პაციენტს ბათუმში გადაიყვანდა. დაგვიანებული მკურნალობის გამო პაციენტი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ზაზა სოფრომაძე აცხადებს, რომ კომპანია ევექსს ვალდებულება ჰქონდა მოსახლეობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურებით უზრუნველყო. სოფრომაძის თქმით კომპანიამ დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა და გამოძიების დასრულების შემდეგ, შესაძლოა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს
„გადაუდებელი დახმარება უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა კლინიკაში, მით უმეტეს ისეთ კლინიკაში, სადაც არ არსებობს ალტერნატივა. ამის შესახებ ჩვენ ვსაუბრობდით. როდესაც ეს პროცესი დაიწყო, შედგა ურთიერთობა ევექსთან და ამბობდენ, რომ მსგავსი შემთხვევის დროს პრობლემა არ შეიქმნებოდა. სამწუხაროდ ვალდებულება, რომელიც ჰქონდა ევექსს ვერ შესრულდა. შესაბამისად, ცვლილებები იქნება პაციენტთა მომსახურებაში მაღალმთიან რაიონებში, აუცილებელია უფრო მეტი ოპერატიულობა. ეს შემთხვევა იქნება შესწავლილი, მასალა იქნება დეტალურად და ქრონოლოგიურად დალაგებული, თუ ვის მიუძღვის მომხდარში ბრალი და ამის შემდეგ ბუნებრივია დადგება პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენ აღარ ველოდებით კომპანია ევექსს და სახელმწიფომ უკვე უზრუნველყო ადგილზე მობილური ბრიგადით ეს საავადმყოფო,“-განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






