ოთარ დანელიამ მალაიზიის საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა
პოლიტიკა - 12:56, 05 May, 2015     905
სოფლის მეურნეობის მინისტრმა - ოთარ დანელიამ, მალაიზიის საპარლამენტო დელეგაცია მიიღო.

დელეგაციას მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის ვიცესპიკერი, დოქტორი რონალდ კიანდე ხელმძღვნელობს.

შეხვედრაზე მინისტრმა სოფლის მეურნეობის დარგის პრიორიტეტულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს აგროსასურსათო სექტორში მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი აქვს. აღინიშნა, რომ საექსპორტო პოტენციალის რეალიზაციის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, ახალი ბაზრების დივერსიფიკაცია ხორციელდება.

„მალაიზია ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, როგორც ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა. სავაჭრო-ეკონომიკურ ნაწილშიარსებობს ბევრი მიმართულება, სადაცორქვეყანასშორის ურთიერთობა შესაძლებელია. შესაბამისად, ამ ტიპისშეხვედრები გაგრძელდება. ვფიქრობთ ბიზნესფორუმის ორგანიზებას, რადაგან ორ ქვეყანას შორის სამომავლო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ერთობლივი ბიზნესფორუმის ორგანიზება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საქართველოში აგრარული დარგის იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომლებიც საინტერესო და მიმზიდველია ინვესტიციების განსახორციელებლად.

მალაიზიის საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა შეხვედრაზე განაცხადეს, რომ მათთვის საინტერესოა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების ხელშეწყობის გამოცდილების გაზიარება.

„მოხარულივარ, რომ საქართველოში მალაიზიის სახელმწიფო დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტი შედგა, რომელსაც პოლიტიკური დატვირთვა და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. საქართველოსა და მალაიზიას სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების რეალური პერსპექტივა არსებობს. მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნების ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ხელი შევუწყოთ და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით ჩვენი ქვეყნების შესაძლებლობები გავაცნოთ”, - განაცხადა მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის ვიცესპიკერმა, რონალდ კიანდემ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების ხუთწლიანი სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დოკუმენტში ასახულია აგრარულ დარგში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები და ხელშემწყობი ღონისძიებები.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით საქართველოსა და მალაიზიას თანამშრომლობას რეალური პერსპექტივა აქვს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42