ბულგარეთის ქალაქ ვარნადან ამერიკული სამხედრო აღჭურვილობის საქართველოში გამოგზავნის ფაქტს ირაკლი სესიაშვილი ეხმაურება. დეპუტატი ქართულ-ამერიკული წვრთნების დაწყებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ შესაძლოა კრემლის მხრიდან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გარკვეული შეშფოთებები დაფიქსირდეს:
„როგორც ნატოს ფარგლებში, ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ვატარებთ წელიწადში რამდენიმე ერთობლივ წვრთნას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარისკაცებისთვის იმიტომ, რომ აქ მოხდება სხვადასხვა ძალების გამოყენება, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენება, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენი ჯარისკაცების პროფესიონალიზმის გაღრმავებას. გვაქვს მოლოდინი, რომ ე.წ შეშფოთება დაფიქსირდება კრემლის მხრიდან, თუმცა ამასაც რაღაც სტანდარტული ფორმა აქვს“, - განაცხადა სესიაშვილმა.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






