„კონტრრეფორმები, ანუ რატომ არ შეიძლება მხარი დავუჭიროთ იმ მთავრობას, რის წარმოდგენასაც აპირებს "ქართული ოცნება" პარლამენტში. 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ მთავრობის ინიციატივით პარლამენტმა მიიღო რიგი ცვლილებების, რომელმაც საბოლოო ჯამში ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობის ზრდა, ლარის ინფლაცია და სხვა ნეგატიური შედეგები მოგვცა. ქვემოთ ჩამთვლილია ამ ცვლილებების ნაწილი.
„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე:
1. უარი თქვა გადასახადების კლების სტანდარტზე და პირიქით, გაზარდა აქციზის გადასახადი.
2. მიიღო მიგრაციის ახალი რეგულაციები, რის გამოც მკვეთრად შემცირდა საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა;
3. შემოიღო ახალი რეგულაციები, რამაც გაართულა საქართველოში ბიზნესის კეთება - ცვლილებები შრომის კოდექსში, მიწის გასხვისების აკრძალვა, ალტერნატიული საგადასახადო აუდიტის გაუქმება;
4. შექმნა ახალი სახელმწიფო მაკონტროლებელი უწყებები- დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური, ანტიმონოპოლიური სამსახური;
5. 2012 წლის შემდეგ მიღებულ ყველა ბიუჯეტში იზრდება მუშამო-სამსახურეთა ანაზღაურება ანუ იზრდება ხეფასები, პრემიები, ბიუროკრატია და ძირითადად ნეპოტიზმით დანიშნულ კადრებს ხმარდება;
6. საქართველოს პარლამენტმა მიიღო მასობრივი ამნისტიის შესახებ კანონი, რითაც ყოველგვარი შეფასების გარეშე ციხიდან მასობრივად გამოუშვა პატიმრები, მათ შორის ძალადობრივ დანაშაულში მხილებულები და რეციდივისტები, რამაც გაზარდა კრიმინალი;
7. უარი თქვა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სრულად ამოქმედებაზე, რამაც ნეგატიურად იმოქმედა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






