ბიზნესგაერთიანებები გიორგი გახარიას მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ
პოლიტიკა - 10:51, 05 May, 2015     1548

საქართველოში მოქმედი ბიზნესგაერთიანებები ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ბიზნეს ასოციაციები, როგორც ქვეყნის ეკონომიკური სფეროს უმნიშვნელოვანეს სექტორში მოღვაწე პროფესიული გაერთიანებები, შეშფოთებას გამოვთქვამთ იმ ფაქტის გამო, რომელსაც ამ რამდენიმე დღის წინ ჰქონდა ადგილი და მიზნად ისახავს არა რომელიმე ბიზნეს სტრუქტურის დისკრედიტაციას, არამედ საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენის ინსტიტუტის იმიჯისა და საქმიანი რეპუტაციისათვის, სრულიად უსამართლოდ ზიანის მიყენებას, რითაც საბოლოოდ სერიოზულ დარტყმას მივიღებთ მთლიანად ბიზნეს გარემოზე და აქედან გამომდინარე ქვეყნის ეკონომიკაზე.

ბატონი გიორგი გახარია ამ თანამდებობაზე მოსვლის დღიდან გულისხმიერებით, მაღალი პროფესიონალიზმით და დიდი მონდომებით ცდილობს თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაეხმაროს ბიზნესის წარმომადგენლებს და ამის მრავალი მაგალითი არსებობს, ხოლო დღეს როგორი პარადოქსიც არ უნდა იყოს, ბიზნესს თავად უწევს მისი დაცვა, რაც სამწუხარო რეალობაა და უარყოფითად აისახება ინვესტორთა ქცევაზე.

ამიტომ, ჩვენ მაქსიმალური ყურადღებით მივადევნებთ თვალს მოვლენების შემდგომ განვითარებას და შევეცდებით, რომ მომავალშიც მყისიერი რეაგირება მოვახდინოთ ამ ფაქტისადმი არა სამართლიანი და ტენდენციური დამოკიდებულების შემთხვევაში", -ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია; ნავთობ პროდუქტების იმპორტიორთა კაშირი; ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაცია; საქართველოს ბანკების ასოციაცია; საქართველოს ფერმერთა ასოციაცია; საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია; ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია; საქართველოს მეხორბლეთა ასოციაცია.

შეგახსენებთ, „ბიზნესკურიერმა“ გამოაქვეყნა გახარიას და ვახტანგ გოძიაშვილის სატელეფონო საუბარი, სადაც გოძიაშვილს სავარაუდოდ გიორგი გახარია ესაუბრება და ურჩევს ჩაჩოჩდეს, რომ ადგილი სხვა ორ კომპანიას დაუთმოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42