ჩემი მთავარი ამოცანაა თავდაცვის უწყების და გენშტაბის გაყოფა - თინა ხიდაშელი
პოლიტიკა - 20:30, 04 May, 2015     2142

საქართველოს თავდაცვის უწყებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. თინათინ ხიდაშელი საქართველოს თავდაცვის მინისტრად პრემიერ-მინისტრის N169 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა. მან აღნიშნულ პოსტზე მინდია ჯანელიძე შეცვალა.

დღეს, მინისტრის რანგში თინათინ ხიდაშელის პირველი სამუშაო დღეა.

სამინისტროში თავდაცვის მინისტრს უწყების ყოფილი ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე დახვდა და თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები წარუდგინა.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, მისთვის ამ მნიშვნელოვანი სამინისტროს ხელმძღვანელობა, ქართველი ჯარისკაცების სამსახური, დიდი პატივია. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა:

„ჩემთვის არც ერთი სფერო არ არის უცხო. როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციაში ვიყავი, ჩვენ პრაქტიკულად ყველაფერზე ვმუშაობდით. მაგრამ ეს არ არის მთავარი და მნიშვნელოვანი. ჩემი ერთ-ერთი ამოცანაა, ის მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც საქართველოში რამდენიმე ხნის წინ დაიწყო - თავდაცვის უწყებისა და გენერალური შტაბის, ანუ სამხედრო და სამოქალაქო ნაწილის გაყოფის, ბოლომდე მივიყვანოთ. დღემდე პრობლემები აქვს თავდაცვის კანონს პარლამენტში. მე ვფიქრობ, რომ ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რათა გადავიდეთ რეალურად იმ სტანდარტზე, რასაც ნატო და საერთაშორისო თანამეგობრობაში ჩვენი წევრობა ითხოვს“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

მინდია ჯანელიძემ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და თინათინ ხიდაშელს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა:

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთელ პირად შემადგენლობას გაწეული სამსახურისთვის. დღეს, ახალ მინისტრთან ერთად შევხვდით ხელმძღვანელობას. ქალბატონ თინასთან მე მანამდეც მქონდა შეხვედრა, რომელზეც ჩვენი მოსაზრებები გავცვალეთ.

ვისაუბრეთ ჩვენი ხედვების და ძირითადი პროცესების შესახებ რომელიც თავდაცვის სამინისტროში ხორციელდება.

დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პროექტი და გეგმა მივა ბოლომდე, რაც გააძლიერებს ჩვენ შეიარაღებულ ძალებს“, - აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42