სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეების შეხვედრას გმობს.
ამის შესახებ სომხეთში საქართველოს ელჩმა თენგიზ შარმანაშვილმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„შევხვდი სომხეთის საგარეო სამქეთა მინისტრის მოადგილეს, დავაფიქსირე უკიდურესი შეშფოთება სომხეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთი პარლამენტის თავმჯდომარეების შეხვედრის გამო. მათ განუმარტე, რომ მსგავსი ქმედება წინააღმდეგობაშია ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის სულისკვეთებასთან. სომხურმა მხარემ დაადასტურა, რომ უცვლელია სომხური მხარის პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და მომხდარზე მწუხარება გამოთქვა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ამ ფაქტის შესახებ უცნობი იყო“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
ოსური მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე, ანატოლი ბიბილოვი სომეხ კოლეგას, გალუსტ სააკიანს ე.წ. მთიანი ყარაბახის რესპუბლიკაში შეხვდა.
მასალის გამოყენების პირობები






