პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტი ამ დრომდე არ გახსნილა.
ამის შესახებ უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე სერგო რატიანის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა წიკლაურის მძღოლზე თავდასხმის ფაქტს და აღნიშნა, რომ მომხდარს პასუხი უნდა გაეცეს.
„ვწუხვარ, რომ სამართლადამცავი ორგანოების ძალიან ოპტიმისტური განცხადებების მიუხედავად, საქმე ვერ იქნა გახსნილი. ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან პარლამენტის წევრი დაცული უნდა იყო“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
ამ განცხადების საპასუხოდ უმცირესობის დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ პოლიციამ უკანონო ქმედება ჩაიდინა ლევან ბეჟაშვილის მიმართ და იკითხა, თუ რატომ არ ხდებოდა საქმის გამოძიება.
„რაც შეეხება ლევან ბეჟაშვილის ფაქტს, ახლა ყველაფერი მოვყვე, ბეჟაშვილის მიყვანა-მოყვანის დროს ვინ რა ტელეფონზე იყო და როგორ ხდებოდა ამის მენეჯმენტიც? ასე ძალიან შორს წავალთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა ვაშაძის საპასუხოდ.
მასალის გამოყენების პირობები






