განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე განმარტებას აკთებს, თუ რატომ მოხდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოსტიდან ბუბა კუდავას გათავსიფულება.
მინისტრის თქმით, კუდავას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და მხოლოდ ეს არის მისი შეცვლის მიზეზი.
„კუდავასთან ორი წელი ვიმუშავე ძალიან კონსტრუქციულად. ერთადერთი რასაც ვიღებდი ხელნაწერთა ცენტრისგან, ეს იყო მადლობა. 2012 წლამდე ცენტრი მუშაობდა 275 ათას ლარიანი ბიუჯეტით. მას არ ჰქონდა ელემენტარული საშუალება, რომ რაიმე გაეკეთებინა. შეიცვალა ერთადერთი. ეს არის ის, რომ დავიწყეთ გარკვეულ საქმეებში ჩახედვა, ეს არის აუდიტის შესვლა. სიცრუეა ინფორმაცია, რომ დირექტორი თანამდებობიდან მე მოვხსენი. მოვალეობის შემსრულებელი როდესაც ინიშნება და მას უფლებამოვალეობის ვადა ეწურება, რა უნდა გააკეთოს სამინისტრომ? ან გამოაცხადოს კონკურსი და დანიშნოს დირექტორი კონკურსის წესით, ან მეორე შემთხვევა, როდესაც რეაგირება არ ექნება სამინისტროს და მოვალეობის შემსრულებელს ვადა ამოეწურება და ცენტრი დირექტორის გარეშე დარჩება", - განაცხადა სანიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






