მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს გიორგი ამაშუკელი უხელმძღვანელებს
პოლიტიკა - 13:23, 04 May, 2015     1255

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტს გიორგი ამაშუკელი უხელმძღვანელებს.

დეპარტამენტის ახალ უფროსს დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობის განსაკუთრებული ყურადღება მიმართულია რეგიონების განვითარებასა და რეგიონში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაზე.

გიორგი ამაშუკელმა მთავრობის მეთაურისგან პირველი დავალება მიიღო, რომ დაინტერესდეს ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოებით და აქტიურად ჩაერთოს რეგიონებში მიმდინარე პროცესებში.

გიორგი ამაშუკელმა მადლობა გადაუხადა პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის.

გიორგი ამაშუკელი დღემდე იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე. დამთავრებული აქვს თსუ საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და ლივერპულის ჯონ მურსის სახელობის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), მაგისტრის ხარისხი–სპეციალობა: ბიზნეს და კომერციული სამართალი.

რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტს კი ამაშუკელამდე აკაკი ჩხენკელი ხელმძღვანელობდა. მან თანამდებობა რამდენიმე თვის წინ დატოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42