პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველოს აქვს შანსი, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გააძლიეროს ისეთი მიმართულებები, როგორიც არის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და ეკონომიკური განვითარება.
ამის შესახებ უსუფაშვილმა საქართველო-მოლდოვა-უკრაინის ორდღიან საპარლამენტთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, შესაძლოა საქართველოს მთავარ მოწინააღმდეგეს სწორედ ის უნდა, რომ ქვეყანა ამ მიმართულებით ჩაძირული იყო, ამიტომ საქართველომ ეს არ უნდა დაუშვას.
„ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვასთვის მნიშვნელოვანი ბერკეტია, რომ ბევრი მიმართულებით გარღვევა მოვახდინოთ. ეს გარღვევა აუცილებელია. ევროპული ოჯახის წევრობა ჩვენი დღევანდელი ეკონომიკური მაჩვენებლებით პრინციპულად შეუძლებელია. შეუძლებელია უმუშევრობა იყოს იმხელა, რამხელაც დღესაა, შეუძლებელია მოქალქეებს ჰქონდეთ ისეთი დაბალი შემოსავლები, როგორიც დღესაა, სწორედ ამიტომ დამატებითი ენერგია და ბერკეტები გვჭირდება ამ მიმართულებით“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






