მე უფრო ხშირად გამოვჩნდები მედიასთან, ვიდრე მინდია ჯანელიძე ჩანდა - თინა ხიდაშელი
პოლიტიკა - 12:24, 04 May, 2015     1323

თავდაცვის ახალი მინისტრი თინა ხიდაშელი, მინდია ჯანელიძესთან შედარებით მედიასთან უფრო ხშირად გამოჩენის პირობას დებს.

როგორც ხიდაშელი განმარტავს, მას მინდია ჯანელიძესთან ხშირი ურთიერთობა ექნება.

ახალი მინისტრი არ იზიანებს მოსაზრებას, რომ თავდაცვის უწყების საგარეო ორიენტირების შესახებ ხშირად ისმოდა კითხვები, ახლა კი ეს კითხვები მოიხსნა.

"როგორ წარმოგიდგენიათ, რაიმე ეჭვები რომ არსებობდეს ამ თვალსაზრისით, მაშინ ეს ურთიერთობა როგორ უნდა განვითარდეს? ერთ-ერთი პირველი შეხვედრა მე სწორედ მინდიასთან მქონდა ზუსტად იმიტომ, რომ არანაირი ასეთი ეჭვებისთვის საფუძველიც კი არ არსებობს. შეიძლება ვიღაცა მედიასთან უფრო ხშირად ჩნდება და ვიღაცა ნაკლებად. თუ ამაშია პრობლემა, გარწმუნებთ, რომ მე, ალბათ, უფრო ხშირად გამოვჩნდები, ვიდრე ბატონი მინდია ჩანდა, მაგრამ ეს არაფერზე არ მეტყველებს ორიენტაციასთან, კურსთან, თავდაცვის სამინისტროს დამოკიდებულებებთან და პოლიტიკურ სტრატეგიასთან დაკავშირებით. კატეგორიულად უარს ვაცხადებ ამ ტიპის მსჯელობაზე და ამას დაგიდასტურებს შემდეგი კვირების და თვეების განმავლობაში, როდესაც თქვენ ნახავთ, რა ინტენსიურად გვექნება ჩვენ ურთიერთობა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, დღეს მინისტრთა კაბინეტში წარდგენილი 3 ახალი მინისტრის პირველი სამუშაო დღეა.


რუსუდან ქიმერიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42