ჩემი ეს ფრაზები ყელმოღერებულმა მაამებელმა არჩილმა როგორც უნდა ისე ამოკრიფოს - ელისაშვილი
სოც.მედია - 11:57, 04 May, 2015     4580

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ექსპრემიერის განცხადებას კიდევ ერთხელ ეხმაურება, სადაც ივანიშვილმა პანორამა თბილისთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ელისაშვილი გააკრიტიკა.

ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, პანორამა თბილისი არის ერთი კაცის ახირება და ის თბილისისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„ორი კვირის წინ 20/30-ზე ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ნაციონალების დამქაშად მომნათლა და ეს მხოლოდ იმიტომ რომ "პანორამა თბილისს" ვაკრიტიკებ. მაშინ პასუხად აქ, დავწერე რომ ლანძღვის მიუხედავად მზად ვიყავი მივსულიყავი გადაცემაში და ჩემი არგუმენტები წარმომედგინა ამ პროექტთან დაკავშირებით. ორი კვირის მანძილზე არავინ შემხმიანებია და გუშინ ჯერ ჩემი დამგმობი საბჭოთა პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებით დამზადებული ფილმი გავიდა GDS-ზე და მერე მლიქვნელი, ყელმოღერებული ახალგაზრდა წამყვანი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხმაშეწყობილად მაკრიტიკებდნენ. ჩემი არგუმენტები მიგლეჯილ-მოგლეჯილი და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ჰქონდათ ამოწერილი და მიდი მოვდივარ, ცალკარში თამაშობდნენ. თუ ასე გაფორიაქებთ ჩემი პოზიცია და გულზე გხვდებათ ჩემი კრიტიკა დაგეძახებინეთ თქვე ოჯახაშენებულებო. იმოდონა სამარცხვინო ფილმის გადაღება და მონტაჟი არ დაგეზარათ და ჩემი ნომრის აკრეფვა ვერ მოახერხეთ? საერთო ჯამში უბრალოდ გულდასაწყვეტია რასაც პანორამა თბილისთან დაკავშირებით ვუყურებ. მეტს ველოდი ბიძინა ივანიშვილისგან, თუნდაც იმას ველოდი რომ მლიქვნელებს და კუდმოქიცინე "ექსპერტებს" თუ "ანალიტიკოსებს" ნაკლებად დაუგდებდა ყურს და კრიტიკული აზრისადმი ყურადღებით იქნებოდა განწყობილი. თუმცა ასე არ მოხდა. ამის მიუხედავად მე ჩემი მტკიცე აზრი მაქვს "პანორამა თბილისთან" დაკავშირებით და სამწუხაროდ დარწმუნებული ვარ რომ ეს უზარმაზარი პროექტი არის ერთი კაცის ახირება და საფრთხე ისტორიული თბილისისათვის. არგუმენტები ამის შესახებ მილიონჯერ მაქვს ნათქვამი, აღარ გავიმეორებ. ისე კი ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მის გარშემო შემოკრებილ მლიქვნელთ-გენიოსთა მთელი ინკუბატორი ქვეყნის და ხალხის რეალური პრობლემებით თუ დაკავდებოდნენ კარგი იქნებოდა. ჩემი ლანძღვის ნაცვლად ლარის კურს მიხედეთ ბატონებო გირჩევთ. სანამ თქვენ უაზრო პროპაგანდისტულ ფილმებს იღებთ მეც და დანარჩენი ისედაც ღარიბი ქართული ოჯახები თვიდან თვემდე ვღარიბდებით. საქმით დაკავდით, ხალხზე იფიქრეთ და რეალური პრობლემები მოაგვარეთ - ჩემ ეს ფრაზები ყელმოღერებულმა მაამებელმა არჩილმა როგორც უნდა ისე ამოკრიფოს და ხმამაღლა წაიკითხოს ეთერში - ამის წინააღმდეგი არ ვიქნები ნამდვილად“, - წერს ელისაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42