"საინტერესო აქცენტი შეიძლება გაკეთდეს ქალბატონ თინა ხიდაშელის დანიშვნაზე, რომელიც თავდაცვის მინისტრია და ჩემი აზრით ძალიან კარგი პრეცედენტია ბევრი მნიშვნელობით - ის რომ ქალბატონია, ის რომ ევროპაში ამის პრცედენტი იყო და საქართველომაც ეს მოახერხა, ჩვენ, კიდევ ერთჯერ ჩვენს ევროპელობას გაუსვამს ხაზს, რომ ჩვენ ჩვენს ოჯახში დაბრუნებას ვაპირებთ, გარდა ამისა საინტერესო იყო ალბათ ეს გადაადგილება და რესპუბლიკელების მხრიდან 2 მინიტრის გამოჩენა მთავრობაში, ეს ხაზგასასმელია იმით, რომ კოალიციამ მოახერხა, რაღაც დაბნეულობა იგრძნობოდა, მოგეხსენებათ ერთი პარტია გავიდა კოალიციიდან იქ იყო მსჯელობები და სპეკულაციები, რომ კოალიცია შიძლება დაიშალოს და ამ მხრივადაც ხაზგასასმელია ის, რომ რესპუბლიკელები ძალიან მკვეთრად და ურყევად რჩებიან კოალიციის წევრებად და კოალიცია ჯანსაღია და უკვე გამოიკვეთა, რომ არჩევნებისთვის მათ უკვე გარკვეული მზაობა გააჩნიათ" - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






