,,ყველამ ვიცით, რომ მაგარ შარში ვართ“ - გიგა ბოკერია
პოლიტიკა - 23:00, 02 May, 2015     2269
,,არსებული კრიზისისთვის ხელისუფლება მზად არ აღმოჩნდა“ - ქვეყანაში შექმნილ ეკნომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, ხელისუფლებას საგარეო ფაქრტორები უნდა გაეთვალისწინებინა და შესაბამისი გეგმების მომზადება დაეწყო.

,,რეგიონში რთული ვითარებაა, რუსეთის აგრესიაა ჩვენი მოძმე უკრაინის წინააღმდეგ, ამან გამოიწვია გადმორიცხვების ვარდნა. ეს მართლაც ასეა. უკრაინა ჩვენი სავაჭრო პარტნიორია და იქ პრობლემები გვაქვს - ეს ყველაფერი ნამდვილად ასეა. მაგრამ, საგარეო ფაქტორებს აქვს პოზიტიური ასპექტი, დროებით მაინც. მაგალითად, ნავთობის ფასების ვარდნას მოჰყვა საწვავის ფასების ვარდნა, ამან შეამცირა წნეხი ფასების ზრდაზე, რაც მაინც მოხდა საქართველოში. მაგრამ მთავრობებს ირჩევენ იმიტომ, რომ ყველაფერი კარგად კი არა, როცა კრიზისია, იყვნენ ამ კრიზისისთვის მზად. ყველამ იცოდა, რომ ეს კრიზისი მოვიდა. როცა დაიწყო რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო აგრესია, მაშინ უნდა სცოდნოდათ, რომ გეგმები დაეწყოთ და მომზადებულიყვნენ“ - განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიამ ბიძინა ივანიშვილის ინვესტორებთა შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილი ,,მათ მოფერებოდა და ეთქვა, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელშიც ფული უნდა ჩადოთ. მან გამოუცხადა ინვესტორებს, რომ საქართველო არის ჯოჯოხეთი. რა დასკვნა უნდა გაეკეთებინა იმ ხალხს? და რა ხმა გავარდა ინვესტორებში თავიდანვე? რომ ან ეს კაცი მართალია ან საქართველო ისეთ შარშია, რომ იქ საერთოდ გარისკვაც არ ღირს. ყველამ ვიცით, რომ მაგარ შარში ვართ“ - აღნიშნა ბოკერიამ და ამასთან ერთად ეროვნული ბანკივ გააკრიტიკა. მისი თქმით, საზოგადოების ინფორმირებულობის მხრივ ეროვნულ ბანკს უფრო აქტიურად უნდა ემუშავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42