საქართველოს მოქალაქეთა გარკვეულ ნაწილს იაპონიაში უვიზოდ ყოფნის შესაძლებლობა ექნებათ
პოლიტიკა - 14:52, 02 May, 2015     1410

საქართველოს ეწვია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრის, კენტარო სონოურას ხელმძღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა დელეგაციის შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, დავით ჯალაღანიასთან, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის თანამშრომლობა ვაჭრობისა და ინვესტიციების კუთხით და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მხარეებმა აღნიშნეს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების გააქტიურების აუცილებლობის შესახებ და განიხილეს ამ მიმართულებით კონკრეტული წინადადებები.

დავით ჯალაღანიამ ხაზი გაუსვა იაპონიასა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს; ასევე მადლობა გადაუხადა სტუმარს, იაპონიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერისათვის და წლების მანძილზე საქართველოსათვის გაწეული ტექნიკური და ფინანსური დახმარებისათვის.

შეხვედრის დროს, კენტარო სონოურას გადაეცა ქართული მხარის სამადლობელო წერილები იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება იაპონურ ენაში საქართველოს სახელწოდების „გრუზია"-დან „ჯორჯია"-ზე შეცვლას.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მხარეებს შორის გაიმართა ნოტების გაცვლის ცერემონია, რომლის საფუძველზე მ.წ. 1 ივნისიდან დიპლომატიური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ 90 დღის განმავლობაში იაპონიაში უვიზოდ ყოფნის შესაძლებლობა. აღნიშნული შეთანხმება ქმნის საფუძველს რათა მომავალში გაგრძელდეს მუშაობა საქართველოს მოქალაქეებისათვის იაპონიაში გამარტივებული მიმოსვლის რეჟიმის შექმნისკენ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების პროცესს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42