„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში სამტავრობო ცვლილებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ყველაფერი „ივანიშვილის მარიონეტებს შორის ცირკს“ ჰგავს.
„მოგვიანებით ვუყურე გუშინდელ კურიერს.
რა გინდა, ბიძინამ ნაწილობრივ მაინც მიაღწია მიზანს.
გაუგონარი გაჭირვების, ანტიკრიზისული გეგმის არარსებობის, საყდრისის აფეთქების, რიგის სამიტზე მოსალოდნელი ჩაფლავების, მინდია ჯანელიძის ხელით ნატოში ინტეგრაციისთვის საზიანო ქმედებების განხილვის ნაცვლად მინიმუმ ეს რამდენიმე დღე დავკავდებით ივანიშვილის მარიონეტებს შორის ცირკის ყურებით.
მინისტრია, არაა მინისტრი, პრეზიდენტი ან პრემიერი არღვევს კონსტიტუციას, თუ არ არღვევს, ხიდაშელი უნდა იყოს მინისტრი თუ არ უნდა იყოს, დღეს მოისმენს პარლამენტი მთავრობის ანგარიშს თუ ხვალ, ეს არის ახლა ვითომ მთავარი?!!!“, - წერს თაქთაქიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






