ცენტრალური აფრიკის ელჩმა ბერუჩაშვილს ქართველი სამხედროების მიერ გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა
პოლიტიკა - 12:24, 02 May, 2015     978


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის ქ. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა გაეროში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ელჩთან, ამბრუაზინ კპონგოსთან (Ms. Ambroisine Kpongo).

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში აქტუალური საკითხები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა საქართველოსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების დადებითი დინამიკა და შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

შეხვედრაზე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ელჩმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ მისი ქვეყნისა და ზოგადად რეგიონის უსაფრთხოების სფეროში შეტანილი წვლილისათვის. ქ-ნმა კპონგომ აღნიშნა, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ქართველი ჯარისკაცების მიერ გაწეული საქმიანობა მნიშვნელოვანი იყო, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ასევე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს ქართველი ჯარისკაცების საქმიანობისთვს, რომლებიც გამოირჩეოდნენ ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ განსაკუთრებული კეთილგანწყობით, რასაც მისი განცხადებით მოწმობს სოციალურ ქსელში ატვირთული ვიდეოც, სადაც ჩანს ქართველი ჯარისკაცების უაღრესად თბილი დამოკიდებულება ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ.

შეხვედრის დასასრულ, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა სამომავლოდ თანამშრომლობის გაგრძელებაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42