ხიდაშელის თქმით, შესაძლოა მინისტრი ფიქრობდეს, რომ მან ამოწურა თავისი თავი და მეტი აღარ შეუძლია, ,,ადამიანს უდეგაბ მომენტი, როცა სურს, რომ რაღაც შეიცვალოს. ან თავად მთავრობა წყვეტს და კოალიცია, რომ დროა ეს ადამიანი ჩანაცვლდეს. ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან წარმატებული, მაგრამ მთავრობას დასჭირდეს განახლება“ - განაცხადა ხიდაშელმა.
რა არის განსაკუთრებული, რასაც ხიდაშელი, როგორც ახალი მინისტრი თავდაცვის უწყებაში მიიტანს, ხიდაშელი ფიქრობს, რომ ის გაცილებით აქტიურია როგორც საზოგადოებასთან ასევე გარე ურთიერთობებში.
,, რაც მე შემიძლია მივიტანო თავადცვაში, ეს არის ალბათ ჩემი ტეპი, ჩემი ხასიათი, მე გაცილებით უფრო აქტიური ვარ, როგორც საზოგადოებათან ასევე აგრე ურთიერთობაში. მთავრობამ შეიძლება ჩათვალოს, რომ ახალი სისხლია საჭირო. დღეს მამეცადინეს, რომ შენ ისეთი უწყების მინისტრი ხარ, რომ ბევრი არ უნდა ილაპარაკოო“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მასალის გამოყენების პირობები






