ქართველმა მოდელმა, 16 წლის თაკო ნაცვლიშვილმა "არმანის" ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. ჩვენებაზე უამრავი ცნობილია სახე იმყოფებოდა, მათ შორის მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო. მოდელი სოციალურ ქსელში მსახიობის ნახვის შემდეგ აღფრთოვანებას მეგობრებს უზიარებს.
"ენით აუღწერელი გრძნობა მაქვს, არ ვიცი რა ვთქვა, უბედნიერესი ადამიანი ვარ. დღეს მე რაც განვიცადე, არ განმიცდია არასდროს, ამდენი ცნობილი ადამიანი მიყურებდა, ლეგენდები მსოფლიოს!!! თან არმანის ჩვენებაზე და თან 40 წლის იუბილეზე, ეს ნამდვილი საოცრებაა. ყველაზე საოცარი კი ის იყო, როდესაც გამოვედი გარეთ და ათასობით
ხალხი დამხვდა, ყვიროდნენ და ტაშით გვაცილებდნენ. გვერდზე, რომ გავიხედე ლეონარდო იყო თავისი დაცვით და გავუცინე, პირდაპირ თვალებში ვუყურებდი!!!!!!!!!!!! დღევანდელი დღე დარჩება ისტორიას ჩემთვის. მადლობა ყველას ასეთი თბილი მესიჯებისთვის, მიყვარხაართ!!!" - წერს ნაცვლიშვილი.
თაკო ნაცვლიშვილს Louis Vuitton-ის, Dolce & Gabbana-ს, Elie Saab-ის, Christian Dior-ისა და Calvin Klein-ის ჩვენებებში აქვს მონაწილეობა მიღებული.
მასალის გამოყენების პირობები






