„შენ შენი თავი მართლა პრემიერ-მინისტრი ხომ არ გგონია?“
სოც.მედია - 16:40, 01 May, 2015     9558
სამთავრობო ცვლილებებს ,,ფეისბუქის“ გვერდზე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ნოდია.

,,რა გავიგეთ (თუ რამე გავიგეთ) ბოლო სამთავრობო მანიპულაციებით:

1. პრემიერის ვინაობა კიდევ უფრო ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე გვეგონა. სრული პირადი ერთგულების გარდა მას სხვა არაფერი მოეთხოვება: ასე თუ ისე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მაინც ის მიიღებს, ვინც საჭიროა. ოღონდ, შესაძლოა, „ვინც საჭიროას“ უფრო ხშირად მოუწევს ჩარევა, ვიდრე თვითონ ჰქონდა ჩაფიქრებული (ბოდიში, ზებრა, თუ ყურადღება მოგაკლდა).

2. ღარიბაშვილის პირადი კლიენტების მოშორებით ასე თუ ისე სერიოზული თანამდებობებიდან ბიძინამ გასაგებად უთხრა: „შენ შენი თავი მართლა პრემიერ-მინისტრი ხომ არ გგონია?“ ღარიბაშვილმა გაიგო და შეეგუა. თუ ასეა, რა პრობლემაა? დარჩეს, სადაც არის.

3. პრემიერის შეცვლა-არშეცვლის გადაწყვეტილება მხოლოდ პიარის მოსაზრებებს ეყრდნობა. ახალ პრემიერს ამ მომენტში ახალი იმედების გაჩენა შეიძლებოდა მოეტანა. სამაგიეროდ, დაიმსხვრეოდა ოცნების მითის ღერძი: „ყველაფერი კარგადაა“ და „ბიძინას საკადრო პოლიტიკა არსებითად არ ეშლება“ (ერთი მარგველაშვილი ვაპატიოთ). ბიძინამ ჩათვალა, რომ ამ მითის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია: წარუმატებლობის აღიარებას ყველაფერი ჯობს. შეიძლება, მისი პოზიციიდან ეს მოსაზრება სწორი იყოს.

4. რაც დრო გავა, პრემიერის შეცვლით რეიტინგის ხელახლა გამოცოცხლების მცდელობა სულ უფრო ნაკლებ ეფექტური იქნება. ამ მიზნით პრემიერს მხოლოდ ერთი სვლა ექნება დარჩნილი - თვითონ ოფიციალურად დაუბრუნდეს საჭეს. აი, ეს რამდენად ეფექტური აღმოჩნდება, არ ვიცი: მე მგონი ამაზე გადაჭარბებული მოლოდინები აქვთ მისიანებსაც და ოპონენტებსაც, თუმცა, შეიძლება ვცდები. რას გაუგებ დემოსს“ - წერს ნოდია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42