,,მირჩევნია თავდაცვა პროდასავლური ძალის ხელში იყოს, თუმცა მინისტრის ხშირი ცვლა პოზიტიური ფაქტი არ არის“
პოლიტიკა - 15:59, 01 May, 2015     1775
მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს ეხმაურება ,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი. ბაჩუკი ქარდავა ,,ნიუოპსტთან“ კომენტარში აცხადებს, რომ მთავრობის ცვლილება ფორსმაჟორულ რეჟიმში ხდება და რეალურად ქართული საზოგადოება არ არის საქმის კურსში, თუ რამ განაპირობა აღნიშნული ცვლილებები.

,,გარემოს დაცვის და სპორტის მინისტრის გადადგომა რომ არ იყო რეალური მიზეზი, ეს ფაქტია. თუ პოლიტიკური და ეკონომიკური აუცილებლობა არსებობდა იმისა, რომ მთავრობის ცვლილება განხორციელებულიყო, ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რას უმალავენ ქართველ ხალხს და რატომ დადგა დღის წესრიგში ასეთი სახის ცვლილებები, მაშინ როდესაც ვხედავთ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება, თუ არ ჩავთვლით „რესპუბლიკელების“ მხრიდან მთავრობაში კიდევ ერთი პორტფელის მიღებას, სხვა არ მომხდარა.

რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროში თინა ხიდაშელის დანიშვნას, ქარდავა ,,რესპუბლიკელების“ დასავლური პოლიტიკური ორიენტირიდან გამომდინარე, პოზიტიურად მიიჩნევს. ,,ეს ჩემი სუბიექტური აზრია - ნამდვილად მირჩევნია, რომ თავდაცვის სამინისტრო დასავლური ორიენტაციის პოლიტიკური ძალის ხელში იყოს. ამიტომ ამ ტიპის პოლიტიკური ძალის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას კრიტიკის ქარ-ცეცხლში ნამდვილად ვერ გავატარებ“ - აცხადებს ედპ-ს ლიდერი.

ქარდავა ეთანხმება პრეზიდენტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ თავდაცვის უწყების ხელმღვანელის ხშირი ცვლა არ არის დადებითი იმიჯის მომტანი სახელმწიფოსთვის.

,,ვეთანხმები პრეზიდენტის განცხადებას, რომ თავდაცვის სამინისტროში ყოველთვე ხელმძღვანელის ცვლილება ქვეყანაზე პოზიტიურად არ იმოქმედებს. იმედი მაქვს, რომ ეს ცვლილება მაინც არ იქნება მოკლევადიანი, თუმცა ჩემი იმედი რწმენას არ ემყარება, რადგან ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების ქმედებებში გრძელვადიან სტრატეგიას ვერ ვხედავ“ - აცხადებს ქარდავა.

ამასთან, ედპ-ს ლიდერი ვარაუდობს, რომ თუკი აღნიშნული საკადრო ცვლილების უკან რეალურად დგას შანტაჟი და არა სტრატეგიული გადაწყვეტილება, შესაძლო ამ მთავრობამ დიდხანს ვერ იმუშაოს.

,,საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ თუ ამ ყველაფრის უკან არის ხელისუფლების რეალური მმართველის მიმართ გარკვეული პოლიტიკური შანტაჟი, უმრავლესობის დაშლის მუქარით და თავდაცვის მინისტრის შეცვლა არაა იდეური და სტრატეგიული გადაწყვეტილება და ემყარება შანტაჟს, მაშინ უნდა ველოდოთ, რომ ეს მთავრობა დიდხანს შეხმატკბილებულად ვერ იმუშავებს“ - აცხადებს ედპ-ს ლიდერი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42