პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს ორი ახალი მოსამართლე დაასახელა
პოლიტიკა - 14:41, 01 May, 2015     1863
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე იუსტიციის უმაღლეს სკოლაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ.

გიორგი მარგველაშვილს და ნინო გვენეტაძეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ იმიტირებული სასამართლო პროცესების სხდომათა დარბაზი და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ბიბლიოთეკა დაათვალიერებინა. ბიბლიოთეკა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით შეძენილი წიგნებით განახლდა. ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიან მუშაობას.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ორი ქალი კანდიდატის წარდგენის შესახებ განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა მართლმსაჯულების სახლში აღნიშნა, მზია თოდუას და ეკა გასიტაშვილის კანდიდატურები პარლამენტს გადაეგზავნება. "მინდა, დიდი კმაყოფილება გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს აქ ვნახე და მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ პროექტის ასე ეფექტურად განხორციელებაში. სასამართლო სისტემა და სასამართლო სისტემის მდგრადობა, კვალიფიკაციის ამაღლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისა და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის მიმართულებით. ამ თვალსაზირისით, რაც ამ სკოლაში ხდება, საფუძველს უყრის კვალიფიკაციას, საფუძველს უყრის იმ ადამიანებს, რომლებმაც უნდა მიიღონ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები, რომლებიც უკავშირდება თითოეული ჩვენგანის ბედ-იღბალს და საერთო ჯამში იმ ნდობას, რომელსაც სახელმწიფო იმსახურებს საზოგადოებისგან.”,_ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ 2015 წელს განახორციელა პროექტი „სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება.“ პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სამოსამართლო კანდიდატების, მოქმედი მოსამართლეებისა და სასამართლოს მოხელეთა ეფექტიანი სწავლების გზით მართლმსაჯულების ხარისხის გაზრდა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42