,,მიუხედავად იმისა რომ თინა ხიდაშელი შესაძლოა საკმაოდ კვალიფიციური იურისტი და დიდი გამოცდილების მქონეა კანონშემოქმედებითი თვალსაზრისით. იგი საკმაოდ ინტელექტუალური პიროვნებაა, თუმცა ამ თვალსაზრისით მას გამოცდილება არ გააჩნია.
რაც შეეხება გიგლა აგულაშვილის დასახელებას, გარემოს დაცვის მინისტრად, იგი აგრარულ საკითხთა თავმჯდომარე იყო და მას გარემოს დაცვასთან შეხება აქვს და იმედი მაქვს რომ მინისტრობის შემთხვევაში თავს გაართმევს დაკისრებულ მოვალეობებს.
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დასახელდა ტარიელ ხეჩიკაშილი, ამ დროისთვის მისი შეფასებისგან თავს შევიკავებ, ვერაფერს ვერ გეტყვით" - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
ექსპერტმა პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივა მართებულია.
"პრეზიდენტის გადაწყვეტილება აღნიშნულ თემასთან დაკავშრებით, მართებულად მიმაჩნია, საჭიროა აწონ-დაწონვა და გადაწყვეტილების ისე მიღება, ერთ დღეში ახალი მინისტრის დანიშვნა არ ხდება, ეს უნდა გახდეს განხილვის საგანი და ამის შემდეგ უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული. მოგეხსენებათ, მთავრობის გადადგომის შემთხვევაში, მოვალეობის შემსრულებლები მაინც აგრძელებენ მუშობას და ფუნქციების აღსულებას. ამა თუ იმ მინისტრის დანიშვნა, უმჯობესი იქნებოდა თუ გახდებოდა პარლამენტის განხილვის საგანი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას.
პრეზიდენტის გადაწყვეტილება მეეჭვება პირდაპირ თინა ხიდაშელის დასახელებას უკავშირდებოდეს, ჩემი აზრით აქ საუბარია დროის ფაქტორზე და გარდა ამისა პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციური უფლება 73-ე მუხლის მიხედვით, მიიღოს მონაწილეობა მთავრობის ფორმირების პროცესში.
რაც შეეხება რესპუბლიკური პარტიის გააქტიურებას, ქართული ოცნების ფარგვლებში, მე ამ ყველაფერს დადებითად ვაფასებ, რადგან ეს არის პროდასავლური ძალა და ვიდრე ქართული ოცნება მმართველი ძალის პოზიციას იკავებს, უმჯობესი სწორედ რესპუბლიკელების გააქტიუერბა იქნება, როგორც პროდასავლურის და არა იმ ძალების ვინც ევრაზიულ მისწრაფებებს რუსულ სვლებს ამჯობინებენ" - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობის სია წარადგინა, რომელსაც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშილმა ხელი არ მოაწერა.
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






