ამ ცვლილებებს როგორ შეუძლია ეკონომიკური სასწაული მოახდინოს?! - ალასანია
პოლიტიკა - 13:23, 01 May, 2015     1878

„თავისუფალ დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია სამთავრობო ცვლილებებს გორიდან ეხმაურება. ალასანიას განცხადებით, მთავრობაში განხორციელებული ცვლიებები ეკონომიკურ კრიზის ვერ გამოასწორებს. მინი თქმით მოსახლეობა ყოველდღიურად ღარიბდება მთავრობას კი კრიზისიდან გამოსვლის გეგმა არ გააჩნია.

„რა თქმა უნდა ალოგიკურია და აუხსნელია როგორ შეიძლება იმ ცვლილებების პირობებში, რაც განხორციელდა საქართველოში, ქვეყნის ეკონომიკას ეშველოს. ქვეყნის კრიზისიდან გამოსავლის გეგმა ეკონომიკურ გუნდს არ წარუდგენია, საზოგადოებისთვის დღითი დღე უარესდება ვითარება, დღითიდღე ღატაკდება უფრო მეტი ჩვენი მოქალაქე. ამ ცვლილებებს როგორ შეუძლია ეკონომიკური სასწაული მოახდინოს ეს ჩემთვის ამოუხსნელია და დარწმუნებული ვარ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის“-განაცხადა ალასანიამ.
„რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილებას, რომ ერთი კვირა კიდევ მისცეს საფიქრელად პასუხებისთვის მთავრობას, ძნელია არ დაეთანხმო. ლოგიკურია და იმედი მაქვს რომ ყველა პატივს სცემს მის ამ მოთხოვნას და შესრულდება. გარდა ამისა კონკერტულად თინა ხიდაშელს მე ძალიან მიხარია, რომ ქალბატონი არის წარდგენილი მინისტრთა კაბინეტში და ეს იქნება ქალი, რომელიც პირველად გახდება თავდაცვის მინისტრი საქართველოში, თუ კი დაამტკიცა, რა თქმა უნდა პარლამენტმა და მე ამის დიდ პრობლემას ვერ ვხედავ.
მე რამდენიმე რამ მინდა ვუსურვო და ვურჩიო მე მწამს, რომ ის იქნება მზრუნველი ჯარისკაცებზე, როგორც ჯარისკაცის მამას დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს ესე იყოს. მე მინდა ვურჩიო, რომ გააგრძელოს ის გზ,ა რომელიც ჩვენ ავირჩიეთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გამტკიცებისთვის და საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემების შეძენისთვის. ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველო იყოს დაცული და საქართველომ თავი აარიდოს მომავალში ნებისმიერ კონფროტაციას , მე ვიცი თინა ხიდაშელის თვისებები, დიდი ხანია ვიცნობ მას და ვიცი რომ მზრუნველი იქნება ჯარისკაცებზე დანარჩენი რათქმაუნდა დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენად მოახერხებს ის იხელმძღვანელოს ეროვნული უსაფრთხოების პრინციპებით და არა ლოიალობით, რომელიმე პოლიტიკური ფიგურის მიმართ“-განაცხადა ალასანიამ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42