"ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვს
პოლიტიკა - 13:14, 01 May, 2015     1835

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა დაგანაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და მთავრობის წარმოდგენა არ უნდა მოხდეს ამ ფორმით. „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას ითხოვს,

„სრულიად ნათელია, რომ ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ძალიან სერიოზული მოთხოვნა და დაკვეთა, რომ ქვეყანაში რადიკალური ცვლილებები მოხდეს, ვინაიდან არსებულმა მართვის სტილმა, არაფორმალურმა ხელმძღვანელობამ, მთავრობის უნიათობამ, წარმოდგენილმა კაბინეტმა საქართველო და თითოეული ოჯახი შეიყვანა ძალიან ღრმა ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკური კრიზისში. სრულიად ნათელია ისიც, რომ მთავრობა ცდილობს თავი აარიდოს ამ ცვლილებებს და პარლამენტში წარმოსადგენი კაბინეტი საკუთარი შემადგენლობით, პროგრამითა და ხედვით იმეორებს ყველაფერს იმას, რაც გრძელდებოდა ამ თვეების განმავლობაში და რამაც საქართველოში ვითარების გაუარესება, ოჯახების გაღარიბება, ეკონომიკური კრიზისი და არასტაბილურობა მოგვიტანა.

აქედან გამომდინარე, ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ მარგველაშვილის ინიციატივას, რომ არ მოხდეს მთავრობის წარმოდგენა ამ ფორმით, მითუმეტეს, ასეთი ნაჩქარევი, ქაოტური და გაუზარებელი გზით და მოხდეს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური ვადის გამოყენება, უფრო მეტიც, ჩვენ ველით პრეზიდენტ მარგველაშვილისგან, რომ ეს ერთი კვირა იქნება არა მხოლოდ დროის მექანიკური გაწელვა, არამედ ის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი თანამდებობის პირი, გადადგამს რეალურ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში საზოგადოებამ და ქვეყანამ მიიღოს რეალური ცვლილებები. ეს მოლოდინი არსებობს საზოგადოებაში, ეს მოლდინი არსებობს პოლიტიკურ პარტიებში.

ამიტომ ჩვენ მზად ვართ ამ პროცესში მოანწილეობისთვის, ჩვენ ვითხოვთ პრეზიდენტთან შეხვედრას, რათა საზოგადოებამ და ქვეყანამ აღარ მიიღოს ხელისუფლება და მთავრობა, რომელმაც ის შეიყვანა კრიზისში და ამ ერთკვირიან ვადას მოყვეს რეალური ცვლილებები. როგორც ოპოზიციურ პარტიას ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამოსავალი არის არსებული არაფორმალური მართვის დასრულებაში, არსებული ხელისუფლების მთლიანად შეცვლაში, ხოლო წინ გზა გადის ტექნიკური მთავრობის ფორმირებაზე, იმ მთავრობის, რომელიც დაიწყებს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას, დაიწყებს 36 პუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებას, საარჩევნო რეფორმას და ამ გზით მიიყვანს ქვეყანას მომავალი არჩევნებისკენ,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42