"ოცნებას სათადარიგო სკამი ფაქტიურად არ გააჩნია და მას არ ჰყავს კადრები, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი - პაატა ზაქარეიშვილი გამოხატავს რესპუბლიკური პარტიის იდეოლოგიას და მუშაობს იმაზე რომ დაუთმოს და ასიამოვნოს რუსეთის რესპუბლიკას. ვღებულობთ იმას, რომ ამ პარტიის წარმომადგენელი, შეიძლება გახდეს თავდაცვის მინისტრი რაც აბსოლუტურად მიუღებელია, ერთი პარტიის იდეოლოგიაში აღმოჩნდეს ეს ორი სტრატეგიული მიმართულება, რომელიც კატასტროფულად ვითარდება საქართველოში, ამიტომ რა თქმა უნდა არ ვუჭერ ამ კანდიდატურას მხარს, თუმცა არანაირი პიროვნული წინააღმდეგობა არ მაქვს ქალბატონ თინა ხიდაშელთან.
ვეთანხმები მარგველაშვილის სწორ მიდგომას, ფაქტიურად მან აჩვენა რომ ღარიბაშილი არის მარიონეტი ვიღაცის ხელში, იმიტომ რომ ის პრემიერი რა პრემიერია, რომელიც გამოდის და ამბობს, რომ ორ მინისტრს შეცვლის, შემდეგ კი ცვლის სამს. მინისტრებად ზოგს დედა უნდა, ზოგს ცოლი, ზოგს კი მამა, ზოგი მოდის, ზოგი მიდის - ეს ნიშნავს, რომ პრემიერი ვერ მართავს სიტუაციას, ამიტომ, ასეთი პრემიერის წარდგენილი კაბინეტი სახიფათოა ქვეყნისათვის, იმ რთული ეკონომიკური მდგომარეობისთვის რაც დღეს არსებობს"- განაცხადა პაატა დავითაიამ.
პაატა დავითაიამ პრეზიდენტ - გიორგი მარგველაშილს, საარჩევნო კოდექსის შეცვლისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა. მისი თქმით პრეზიდენტმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საკუთარი კადრი უნდა დაასახელოს.
"რეალურად გვყავს მთავრობა რომელმაც გაწელა დრო და არ შეცვალა საარჩევნო კოდექსი, მიუხედავად ბევრჯერ დაყენებული საკითხისა და ამის ფონზე ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ ვადამდელი არჩევნების წინაშე. მოვუწოდებ მარგველაშვილს, დაასახელოს თავისი კადრი პრემიერ-მინისტრად, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო კოდექსის ცვლილებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, ეს არის ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი. ოცნების მიერ წარმოდგენილი მთავრობა არის სრული მარაზმი, მათ დაღუპეს ქვეყანა ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც, აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი იმიტომ არის პრეზიდენტი, რომ თავის თავზე აიღოს ვალდებულება და პასუხისმგებლობა, წარმოადგინოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, დაასახელოს მთავრობა, დაითხოვოს პარლამენტი და ჩაატაროს ვადამდელი არჩევნებ. რაც შეხება რესპუბლიკური პარტიის გააქტიურებას, ეს არის იმის შედეგი, რომ ოცნებას არ ჰყავს სათადარიგო კადრები, თუმცა რესპუბლიკელების წინ წამოწევა სრულიად მიუღებელია, იმიტომ რომ მთელმა საქართველომ ნახა თუ რა გააკეთა ზაქარეიშვილმა" - აღნიშნა პაატა დავითაიამ.
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






