„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მაჭავარიანი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება.
მისი თქმით, პრეზიდენტი მიხვდა, რომ მთავრობის ცვლილება ამ ფორმით გაუგებარი თამაშია.
„ქვეყანაში არის სულ სხვა გამოწვევები - ეკონომიკა, უმუშევრობა, ლარის კურსი. ესენი რას აკეთებენ, ვის ცვლიან? არც პროგრამა წარუდგენიათ, არც საქმის კურსში ჩაუყენებიათ არავინ და ასე უნდოდათ თითქოს, ეს რაღაც სათამაშოა, იმიტომ რომ ასე გადაწყვიტა სოლოლაკის მბრძანებელმა, რომ დღე და ხვალ მიეღო გადაწყვეტილება. ხანდახან პრეზიდენტი მაოცებს ხოლმე. სასახლეში რომ შევიდა იმის მერე, მეორე სწორი გადაწყვეტილება მიიღო“, -განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დღეს დაასახელა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის ახალ შემადგენლობაზე ხელის მოწერა ერთი კვირით გადადო.
მასალის გამოყენების პირობები






