„გუნდის განახლება რასაც ეწოდება და რასაც ითვალისწინებს კონსტიტუცია გარკვეული ცვლილებების შემდეგ, არ ხდება დღევანდელი პრემიერ-მინისტრის მიერ, თუ ვინმეს სჯერა იმისი რომ ირაკლი ღარიბაშვილმა უცებ - გუშინ მოიფიქრა და თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი წარადგინა, ვფიქრობ ეს დიდი გულუბრყვილობა იქნება. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმის, რომ მოქმედი პრემიერ-მინისტრი არ იღებს არანაირ გადაწყვეტილებას, ის მხოლოდ სპიკერის როლის შემსრულებელია, რომ ახალახალი გადაწყვეტილებები უბრალოს გააჟღეროს. სრულიად საუკეთესო კანდიდატებიც რომ დასახელდნენ, ძნელად წარმოსადგენია, რომ რაიმე პოზიტიური შედეგი აჩვენოს ერთიანმა გუნდმა ქვეყანაში, აქედან გამომდინარე აბსოლუტურად ლოგიკურად მიმაჩნია პრეზიდენტის გადაწყვეტილება -ერთ კვირიან ვადასთან დაკავშირებით, როგორც ჩვენ ყველანი ვამჩნევთ, ეს არის ნაჩქარევობა, არაგუნდური და სადღაც მიღებული გადაწყვეტილებები. პრეზიდენტმა როგორც ჩანს, სწორედ ამის მესიჯი მისცა საზოგადოებასაც და ხელისუფლებასაც - ან მიიღეთ სათანადო გადაწყვეტილებები და გამოდით ჩრდილიდან , ამ შემთხვევაში ეს ყოფილ პრემიერს ეხება, რომ მან აიღოს პასუხისმგებლობა, რადგან რეალურად ის არჩევს კადრებს, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია რა აზრი აქვს ირაკლი ღარიბაშილის პოსტზე დატოვებას და ამით საზოგადოებასაც მიანიშნა იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილებები მიიღება ძალიან ნაჩქარევად. არის ერთი მომენტიც, პრეზიდენტი გახლავთ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, ელემენტარულია რომ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის თავდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ასე შემდგომ, გარკვეული კომუნიკაცია პრეზიდენტთანაც უნდა ხდებოდეს " - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
"პირადად მე ამ ტიპის სიახლეს პოზიტიურად შევხედავდი, რომ თავდაცვის მინისტრად ქალი დაინიშნოს, თან ისეთი ქალი რომელიც, იმედია რომ ევროპული და ევროატლანტიკური კუთხით მიიღებს გადაწყვეტილებებს, თუმცა რაც შეეხება რესპუბლიკურ პარტიას, იუნდა ითქვას , რომ მათ კარგად ისარგებლეს შექმნილი სიტუაციით, როდესაც „თავისუფალი დემოკრატები“ წამოვიდნენ კოალიციიდან, ისინი დარჩნენ პრაქტიკულად ერთნი და უალტერნატივონი - პროდასავლური იმიჯით, სხვებთან შედარებით მეტ-ნაკლები პროფესიონალიზმით, როგორორც ჩანს გარკვეული მარიფათიც გამოიჩინეს რომ ბიძინა ივანიშვილისთვის თავი კარგად მოეჩვენებინათ"- აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






