გაპარული მთავრობა, ცვლილების 3 ეტაპი და რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ოპოზიცია - პოლიტიკური პროგნოზი
პოლიტიკა - 12:03, 01 May, 2015     4237

ექსპერტი გია ხუხაშვილის აზრით ცვლილებები, რომელიც სამთავრობო გუნდში განხორციელდა პოლიტიკური პროცესის მხოლოდ პირველი ეტაპია. როგორც ხუხაშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა, შემდეგი ეტაპი ეკონომიკური გუნდის მინისტრების, მესამე ეტაპი კი პრემიერის ცვლილება იქნება.

„ამ ნაბიჯებით პოლიტიკური ცვლილებების პირველი ეტაპი უკვე გავიარეთ. მეორე ეტაპზე მოხდება მთავრობის სერიოზული ფილტრაცია და პრობლემატურ მიმართულებებზე, უფრო მძიმეწონიანი მინისტრების ცვლილება მესამე ეტაპზე კი პრემიერ-მინისტრს მოუწევს თანამდებობის დატოვება. ეს სულ რაღაც რამდენიმე თვის ამბავია. თუ სწორად იარა ხელისუფლებამ მათ შეიძლება მოახერხონ მმართველობითი კრიზისიდან გამოსვლა. თუ მათ მოახერხეს პრეზიდენტთან საერთო ენის გამონახვა, მათ ხელისუფლების შენარჩუნების შანსი ეძლევათ.

ამ შემთხვევაში მთავრობა ერთჯერადი აქტით კი არ მიდის, რასაც შეეძლო ქვეყანაში რყევა და ოპოზიციის გააქტიურება გამოეწვია, არამედ ნელ-ნელა იპარება.“- აღნიშნავს ხუხაშვილი.

ექსპერტის შეფასებით, თავდაცვის მინიტრზე რესპუბლიკელი თინა ხიდაშელის დანიშვნა მთელ პოლიტიკურ ლანდშაფტს ცვლის, რადგან იცვლება სახელისუფლებო მოზაიკა და ხელისუფლებაში ძალთა გადანაწილება. ხუხაშვილის მოსაზრებით ეს ცვლილებები სირთულეებს შეუქმნის ოპოზიციას: ნაციონალურ მოძრაობას და განსაკუთრებით კი ალასანიას გუნდს.

„თინა ხიდაშელის დანიშვნით, პოლიტიკურ ოპოზიციას გარკვეული პლატფორმა ეცვლება ფეხქვეშ. რთულ მდგომარეობაში ვარდება ირაკლი ალასანია, რომლის ოპონირების მთელი იდეა აწყობილი იყო საგარეო კურსთან არსებულ კითხვის ნიშნებთან. ხიოდაშელის გამინისტრების შემთხვევაში კი პრაქტიკულად საფუძველი ეცლება ამ კუთხით, რადგან ძალიან არასერიოზული იქნება საგარეო კურისი ცვლილებაზე საუბარი, სხვა პლატფორმა ამ პარტიას არ გააჩნია და სად უნდა იპოვონ თავისი ადგილი ძნელი სათქმელია. ნაწილობრივ ნაციონალებსაც ექმნება პრობლემები იმიტომ რომ მათი პოლიტიკური ტაქტიკის ერთერთი მხარე ესეც იყო და ფაქტიურად მათ მოუწევთ ახლა უფრო სოციალურ და ეკონომიკურ თემებზე პედალირება. გარკვეულ წილად შეიცვლება განწყობა დასავლეთშიც, თუ რამე კითხვები არსებობდა თინა ხიდაშელის დანიშვნის მერე ეს კითხვები ჩაცხრება. შიდა პოლიტიკურ ბატალიებშიც რესპუბლიკური პარტია რომელიც თავს დაჩაგრულად გრძნობდა მიიღო ძალაუფლების თავისი წილი და ისინი უფრო გააქტიურდებიან.“- აცხადებს გია ხუხაშვილი.

გაპარული მთავრობა, ცვლილების 3 ეტაპი და რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ოპოზიცია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42