მთავრობის წარდგენასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა. უსუფაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად არის არჩეული და მიუხედავად შესაძლო განსხვავებული პოზიციის არსებობისა, საჭიროა პრეზიდენტის უფლებების პატივისცემა.
„დღეს გქვონდა იმის ალბათობა, რომ მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის მოგვესმინა, მაგრამ პრეზიდენტმა გამოიყენა 7 დღიანი ვადა და ესეც კონსტიტუციური პროცესია და ეს ექსტრაორდინალური პროცესი არ არის. როგორც ჩანს, მან ასეთ ექსპრომტულ მდგომარეობაში, მიიჩნია, რომ ჩვენ გვჭირდება ჩამოვყალიბდეთ ვენდობით თუ არა მთავრობას. ჩვენ განსხვავებული აზრი გვაქვს, მაგრამ პატივი ვცეთ კონსტიტუციურ ვადებს. მან გადაწყვიტა, რომ მეტი ვადა მოგვცეს დასაფიქრებლად და დრო არასოდეს არ არის მავნე. მთავრობა თავის მიმართულებით გააგრძლებს მუშაობს, ჩვენ ჩვენით“ - განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა- გიორგი მარგველაშვილმა, მთავრობის ახალ შემადგენლობაზე ხელის მოწერისგან თავი შეიკავა. მან პრემიერს და პარლამენტს ერთ კვირიანი ვადა შესთავაზა ჩამოსაყალიბებლად.
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






