რა ქონებას ფლობს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი და მისი ოჯახი
პოლიტიკა - 11:15, 01 May, 2015     12993

საქართველოს ისტორიაში პირველად თავდაცვის უწყებას ქალბატონი უხელმძღვანელებს. ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის კანდიდატად თინა ხიდაშელი წარადგინა.

„ნიუპოსტმა“ თინა ხიდაშელის ქონებრივივ დეკლარაციას გადაავლო თვალი.

ხიდაშელს დეკლარაცია მიმდინარე წლის 5 იანვარს აქვს შევსებული. ახალი მინისტრი მეღლესთან, დავით უსუფაშვილთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს.

მის მფლობელობაშია თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე 60 კვ.მ ფართობის ბინა და ამავე მისამართზე მდებარე 116 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი ბინა.

ოჯახის მფლობელობაშია, მსუბუქი ავტომობილი Lexus RX330. კერძოდ, ქოენბრივ დეკლარაციაში მის მფლობელად ხიდაშელის მეუღლე დავით უსუფაშვილია მითითებული.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, ხიდაშელს „თი-ბი-სი“ ბანკში აქვს ანაბარი 115 462 ლარი და 14885.00 ევრო. მის სახელფასო ანგარიშზე ბანკ "ქართუში" კი 169.00 ლარია დაფიქსირებული.

დავით უსუფაშვილს „თი-ბი-სი“ ბანკში აქვს ანაბარი 19047.16 ლარი, ასევე ამავე ბანკში 30147.00 დოლარი.

რაც შეეხებათ შვილებს, ალექსანდრე უსუფაშვილი ალექსანდრე უსუფაშვილს "თი–ბი–სი ბანკის" ანაბარზე 16800.00 დოლარი, გრიგოლ უსუფაშვილს ამავე ბანკში კი, 11200.00 დოლარი ჰქონდათ.

დავით უსუფაშვილს ნაღდი ფულის სახით 8000.00 ლარი, თინათინ ხიდაშელს - 5000.00 ლარი, ზიზილა ურგებაძე კი, 9000.00 დოლარი ჰქონდა.

რაც შეეხება სამსახურიდან მიღებულ ანაზღაურებას, 2014 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ხიდაშელს პარლამენტის წევრობის დროს მიღებული აქვს 55989 ლარი, ხოლო დავით უსუფაშვილს 79083 ლარი.

რაც შეეხება გასავალს, თინათინ ხიდაშელმა წინა წელს ქველმოქმედებისთვის 9700.00 ლარი დახარჯა. ოჯახმა დავით უსუფაშვილი დაზღვევისთვის - 2460.00 ლარი, ხოლო მკურნალობისთვის 1955.00 ევრო დახარჯა. ამავე წელს, თინათინ ხიდაშელმა სწავლის გადასახადისთვის 4300.00 ლარი გასცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42