პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს მოუსმენენ. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.
რაც შეეხება პროცედურებს, რომელიც მთავრობის დამტკიცებას ითვალისწინებს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
მისი ინფორმაციით, მას შემდეგ რაც პარლამენტს პრემიერის მიერ შერჩეულ მთავრობის შემადგენლობას წარუდგენენ, მოხდება მსჯელობა კომიტეტები.
„ამ, პერიოდის განმავლობაში ფრაქციებიც იმსჯელებენ ამ საკითხზე და შეიმუშავებენ შესაბამის დასკვნებს, რომლებიც გადაეგზავნება ბიუროს, ბიუროს ჩატარებიდან მეორე დღეს შესაძლებელი იქნება პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა. ანუ მთლიანობაში ამისთვის ერთკვირიანი ვადაა, მაგრამ თეორიულად ეს შესაძლებელია მოხდეს 2 დღეშიც", - აცხადებს გიორგი კახიანი.
მასალის გამოყენების პირობები






