„მეგობრებო, სამწუხაროა ის სკანდალი რაც ატყდა ფრანგულ და შემდგომ უკვე ქართულ პრესაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, არასრულწლოვნების გაუპატიურების ირგვლივ, თითქოს ჩვენმა ჯარისკაცებმა გააუპატიურეს 16 წლის გოგო. ალბათ საჭიროა დაველოდოთ გამოძიებას, თუმცა მინდა დადასტურებით განვაცხადო, რომ გაუპატიურების პერიოდად დასახელებულია 2013 წლის დეკემბარი - 2014 წლის ივნისი, ხოლო ქართველი ჯარისკაცები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მხოლოდ 2014 წლის ივნისის შუა რიცხვებში ჩავიდნენ. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, დაუსაბუთებელ ტალახს ნუ ვესვრით ჩვენს ჯარს და ჯარისკაცებს ამ მათთვის ძალიან მნიშვნელოვან დღეს ! სანამ ბრალი არ დადასტურებულა, უდანაშაულობის პრეზუმფცია ამბობს, რომ ყველა უდანაშაულოა !“- წერს ელჩი.
შეგახსენებთ, ფრანგული გამოცემების ინფორმაციით, ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიების სამხედროები ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას ახდენდნენ.
საუბარი შეეხება 2013 წლის დეკემბრიდან 2014 ივნისამდე პერიოდზე. როგორც ირკვევა სამხედროები მოზარდებს საკვების სანაცვლოდ სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდნენ. სკანდალური ინფორმაციის თანახმად ძალადობაში ქართველი სამხედროებიც მონაწილეობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






