სანიკიძე ,,დრაკონული რეგულაციებით“ განათლების სისტემას ძირს უთხრის - შაშკინი
პოლიტიკა - 18:20, 30 Apr, 2015     1249
პარლამენტმა 5 წლიანი ბავშვები სკოლაში დაშვების კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. განათლების ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ განათლების სამინისტრო თავისი ,,დრაკონული რეგულაციებით“ განალების სისტემას ძირს უთხრის.

,,ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმ მავნებლური პოლიტიკის რომელსაც ატარებს განათლების სამინისტრო, მთავარი მავნებლის სანიკიძის ლიდერობით. ეს კანონპროექტი ბოლომდე ვერ აგვარებდა პრობლემას, მაგრამ როგორც მინიმუმ, 5წლიანი ბავშვების ნახევარს აძლედა შანს რომ, მომხვდარიყვნენ სკოლაში და ამაზეც უარი ითქვა საბოლოოდ ამ ბავშვებისთვის.

ეს დრაკონული რეგულაცია, რომელიც ახლა არის გაკეთებული განათლების სამინისტროს მიერ არ იყო გაკეთებული საბჭოთა კავშირის დროსაც. საბჭოთა კავშირის დროსაც იყო შესაძლებელი, მშობელს სკოლაში შეეყვანა 5წლიანი ბავშვი თუ ის მზად იყო სკოლისთვის“- აცხადებს შაშკინი და განვითარებული ქვეყნების მაგალითები მოჰყავს, სადაც 5 წლამდე ბავშების შეყვანა ნებადართულია.

შაშკინი ამბობს, რომ ამ რეგულაციით, 20 ათადამდე ბავშვი დარჩება სკოლის გარეშე. მისი თქმით, საბავშვო ბაღებს არ გააჩნიათ ამის დამატებითი რესურისი, ხოლო კერძო ბაღებში ბავშვების მიყვანა კი ოჯახების ჯიბეს ტვირთად დააწვება.

,,უკვე საერთოდ შეწყდა კამათი, რომ 5-წლიანი ბავშვები არ არიან მზად სკოლისთვის, ეს არის ტრეპანაცია, რა არგუმენტებსაც იშველიებდა განათლების სამინისტრო. მე არაერთხელ გავაკეთე განცხადება ამასთან დაკავშირებით და მივუთითე ის ქვეყნები სადაც, 5 წლის ბავშვები დადიან სკოლაში, მაგალითად: დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, მალტა და ასე შემდეგ. იმ ქვეყნებში კი სადაც 6 წლიდან დადიან სკოლაში, რეალურად საბავშვო ბაღი ასრულებს პირველი კლასის ფუნქციას და მათ მშობლებს აქვთ სათანადო თანხები, რომ ატარონ ბავშვები ბაღებში და ადგილებიც საკმარისია აისთვის.

საქართველოში ახლა მოხდება ასეთი რამ, 20 ათასამდე ბავშვს შეეზღუდება წელს სკოლაში მისვლის უფლება, რასაც 2 ნეგატიური მხარე მოყვება; 1 ბავშვები რომლებიც უკვე მზად იყვნენ სკოლასი მისასვლელად დაკარგავენ 1 წელიწადს და მომავალ წელს როდესაც წავლენ სკოლაში დაეკარგებათ მოტივაცია და სწავლა მათთვის უინტეესო იქნება. 2 ეს ყოველივე საკმაოდ მძიმე ტირთად დააწვება მშობლების ჯიბეს. არც თბილისში და არც სხვაგან არ არის საკმარისი ადგილები, საბავშვო ბაღებს დამატებითი რესურსი არ გააჩნია იმისათვის რომ დამატებით 20 ათასი ბავშვი მიიღონ. ბუნებრივია ჩნდება ერთადერტი ალტერნატივა კერძო ფასიანი ბაღების სახით, სადაც გადასახადი 300 ლარიდან 400 დოლარამდეა, რაც საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა ნებისმიერი ოჯახისათვის“ - ცხადებს შაშკინი.

ყოფილი მინისტრის თქმით, სანიკიძემ ამ ყველაფრით დაზოგა 20 მილიონი ლარი, რომელიც წელს უკვე არის ბიუჯეტში ჩადებული. ,,ეტობა იმდენად მავნებელია ეს ადამიანი, რომ თვლის, - დაზოგილი 20 მილიონი ლარი, რომელიც უკვე აქვს ბიუჯეტში, ბევრად უკეთესად დაიხარჯება პრემიებზე, ბონუსებზე თავისთვის და თავის დაქალებისთვის ვიდრე ეს დაიხარჯებოდა ბავშვების განათლებაზე“ - აცხადებს შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42